ექიმი, ფიზიკოსი, თეოლოგი - რა პროფესიების არიან ქართველი მინისტრები
ექიმი, ფიზიკოსი, თეოლოგი - რა პროფესიების არიან ქართველი მინისტრები
დღეს საქართველოს სულ 14 სამინისტრო აქვს და შესაბამისად, 14 მინისტი და პრემიერია. "ბიზნესპრენიუსი" დაინტერესდა, რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა.

მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1992 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1995 წელს წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1998 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ილინოისის უნივერსიტეტში ფინანსები დარგში მაგისტრატურა დაამთავრა.

პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი
ქუმსიშვილს 1989-1991 წლებში თსუ-ში ფიზიკის ფაკულტეტი აქვს აქვს დამთავრებული.1992-1998 წლებში იმავე უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი სპეცილობით აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი დაამთავრა. ხოლო 2005-2007 წლებში "Cerma School of Management"-ში ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა.

ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს 1998-2002 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალვრის დიპლომი აქვს მიღებული.
2003-2006 წლებში რუსეთში საერთაშორისო სამართლის ასპირანტურა აქვს დამთავრებული. 2008-2010 წლებში კი ჯანელიძემ კავკასიის ბიზნეს სკოლაში საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2008-2010 წლებში საფრანგეთში გრენობლის ბიზნეს სკოლაში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურა დაამთავრა.

ვიცე-პრემიერიმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 1992-1994 წლებში თსუ-ში ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1994-2000 წლებში რუსეთში, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი მიიღო. 2002-2004 წლებში კი იმავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრი მიიღო. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?