როდის დაასახელებს "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატს? - კვირის პალიტრა

როდის დაასახელებს "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატს?

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერ ნაადრევია. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, "ქართული ოცნება" კანდიდატს ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს.

"საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერჯერობით არის ნაადრევი. სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის–აგვისტოში დასახელდება ჩვენს მიერ ოფიციალურად კანდიდატი. მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი კონსულტაციები იყო, კონსულტაციებსაც ვერ დავარქმევთ იმას, რა მსჯელობაც ჩვენ გვქონდა აქამდე. გაგრძელდება განხილვები და ამის საფუძველზე შევჯერდებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"