"ეს ხომ იგივეა, დამნაშავემ გაისროლოს და ტყვია ასცდეს, ჩვენ კი მას ახალი მივაწ­ოდოთ!"
"ეს ხომ იგივეა, დამნაშავემ გაისროლოს და ტყვია ასცდეს, ჩვენ კი მას ახალი მივაწ­ოდოთ!"
"კვირის პალიტრას" ყოფილი პარლამენტარი და უფლებად­ამცველი ელენე თევდო­რაძე ესაუბრა:

- პრეზიდენტი­ კონსტიტუციურ უფლებას იყენებს, როცა მსჯავრდადებულს იწყალებს და იმის მტკიცება,­ რომ დამნაშავეა, სამართლებრივად­ უსაფ­უძვლოა. თუმცა, მორალური პასუხისმგებლობა აკისრია
- როცა შეწყალებულები დანაშაულს კვლავ სჩადიან, ეს კატასტროფულ შედეგზე მიგვანიშნებს. რატომ იწყალებენ მძიმე დანაშაულებში­ მსჯავრდადებულებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც წარსულშიც ნასამართლევია?! ეს ხომ იგივეა, დამნაშავემ გაისროლოს და ტყვია ასცდეს, ჩვენ კი მას ახალი მივაწოდოთ! ბარნოვის ქუჩაზე ამაზრზენი ფაქტი მოხდა. ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა,
რომ დაუშვებელია არაერთი დანაშაულის ჩამდენი პატიმრის შეწყალება.

- ვეფხვია ბაქრაძის ოჯახის წევრი თავად­ ითხოვდა პატიმრის შეწყალებას. ეს რამდენად ამართლებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?

- არანაირად. ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება, არასრულწლოვნის ჩაბმა დანაშაულში და ა.შ. არასდროს ვიძლეოდით რეკომენდაციას. მით უფრო, თუ საქმე მეორე ნასამართლობას ეხებოდა.
სააკაშვილი­ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულების შეწყალების გამო გაასამართლეს, რაც სამართლებ­რივად აბსურდულია, თუმცა მორალურად უპასუხისმგებლო ქმედებაა.­ თავად მოვინახულე ავჭალის კოლონიაში გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდ­ა­დებულები, გავაფრთხილე, კომისიას განცხადებითაც კი არ მომართოთ-მეთქი! პრე­ზიდენტმა ისინი მაინც შეიწყალა.

- გვახსოვს თქვენს კარზე წარწერა, "ია ვზიატკი ნე ბერუ" (ქრთამებს არ ვიღებ). რატომ გაჩნდა ასეთი წარწერა კარზე?

- არასამთავრობოებმა დამიტოვეს და მეც კარზე გავაკარი. ამით ვაფრთხილებდი ყველას, რომ ქრთამი არ შემოეთავაზებინათ.

- გვახსოვს, სააკაშვილმა იმდენად შეგზღუდათ, რომ თქვენ მიერ გადაცემულ სიებს­ არც ითვალისწინებდა...

- ჩვენი სია პროკურატურაში იგზავნე­ბოდა. იქ სიიდან ამოიღებდნენ ზოგიერთ გვარს, ჩაამატებდნენ სხვა მსჯავრდადებ­ულებს და გაუგზავნიდნენ პრეზიდენტს. თვალში საცემი იყო, რომ კომისიის მიერ რეკომენდებულები არასდროს ბრუნდებოდნენ ციხეში, პრეზიდენტის შეწყალებულები კი ხელახლა სჩადიოდნენ დანაშაულს.

- ახლახან ინტერნეტფორუმზე­ გავრცელდა­, რომ მარგველაშვილი ახალ სკანდალში გაეხვია, შეიწყალა პირი, რომლის საქმეც­ სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

- მე კარგად ვიცნობ ამ საქმეს, რადგან­ დაკავებულის (რომელსაც პირის დაჭრაში­ ედება ბრალი) ბებია ჩემი ახლობელია. მის შვილიშვილს წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი და ოჯახი ითხოვდა შეწყალებას­. მოგვიანებით გაიგეს, რომ პროკურატურას გაუსაჩივრებია სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში. გაირკვა, რომ ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრომაც არაფერი იცოდა, არადა, პროკურატურა ვალდებულია, განაჩენის გასაჩივრების შესახებ აცნობოს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. რასაკვირველია, პრეზიდენტს არა აქვს იმ პირის შეწყალების უფლება, რომელიც ბრალდებულია და არა მსჯავრდადებული. დავრეკე სასჯელაღსრულების დაწესებულებ­აში და მითხრეს, რომ მათ არ ჰქონდათ პროკურატურიდან გამოგზავნ­ილი ცნობა­ - დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა, რომ შეწყალებული პირი ბრალდებული იყო და არა მსჯავრდადებული. ასე რომ, ამ სკანდალურ საქმეში პროკურატურის შეცდომებთან მივდივართ.

- მარგველაშვილზე არაერთი სხვა ბრალდებაც­ მოგვისმენია. მაგალითად, შეიწყალა ცოლისძმა, ასევე, ნარკობარიგა და ა.შ.

- მკვლელობა, ნარკოტიკების გასაღ­ება, ჯგუფური ყაჩაღობა, ადამიანის გატაცება - ძალიან მძიმე დანაშაულებია. ჩვენ ამ მუხლებით გასამართლებულებს არასდროს ვაძლევდით რეკომენდაციას. ბოლო დროს, როცა ქვეყანაში კრიმინალმა აშკარად მოიმატა, შეწყალებულთა დიდი რაოდენობაც, ცოტა არ იყოს, საჩოთიროდ მიმაჩნია.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები