"ეტყობა, მე რაღაცას ვერ ვხვდები" - ბანკების თემაზე მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეოს ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ეტყობა, მე რაღაცას ვერ ვხვდები" - ბანკების თემაზე მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეოს ავრცელებს

"იმ მოგებების ხარჯზე, რაც აქვთ ბანკებს პრაკტიკულად ნადგურდება საქართველოს ეკონომიკა", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი თავის მორიგ ვიდეომიმართვაში, რომელსაც ბანკების თემას უძღვნის.

"მე ვნახე ციფრები და "საქართველოს ბანკის" დირექტორს, გილაურს და "თიბისი" ბანკის დირექტორს, ბუცხრიკიძეს შარშან ერთად აქვთ აღებული  9 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი. ეტყობა, მე რაღაცას ვერ ვხდები - ჩვენ ყველა გვაქვს რაღაც განათლება მიღებული, თქვენ უმრავლესობას  აქვს უფრო მეტი დამსახურება ქვეყნის წინაშე, ვიდრე ამ ორ სუბიექტს. რის ხარჯზე გამოიწერეს ამხელა მოგება?" - აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი.