"მას ნამდვილად შეუძლია საოცარი რჩევების მიცემა!" - მამუკა ბახტაძე ბილ გეითსს შეხვდა - კვირის პალიტრა

"მას ნამდვილად შეუძლია საოცარი რჩევების მიცემა!" - მამუკა ბახტაძე ბილ გეითსს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში ბილ გეითსს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო ქართველი მინისტრის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "შეხვედრა ბილ გეითსთან. მას ნამდვილად შეუძლია საოცარი რჩევების მიცემა!"-  წერს ბახტაძე.

შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრის ფორმატში გამართული ვახშმის ფარგლებში შედგა, რომლის მასპინძელიც "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი იყო.

როგორც ირკვევა, ფინანსთა მინისტრმა ბილ გეითსს სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.