სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა შეფერხებულია - კვირის პალიტრა

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა შეფერხებულია

სოფელ ბაგრატაშენში დემონსტრანტების მიერ გზის გადაკეტვის გამო, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა შეფერხებულია. შედეგად, ავტობუსები, მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები საბაჟო-გამშვებ პუნქტის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მხრიდან „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, თუმცა შექმნილი პრობლემები სომხეთის მხარეს, სოფლებში გზის გადაკეტვით არის გამოწვეული.

სომხეთში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ათობით ათასი მომიტინგე ამ წუთებში ერევანში, რესპუბლიკის მოედანზეა შეკრებილი და სომხეთის პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის არჩევას აპროტესტებს.

იხილეთ ვიდეო რა ხდება საქართველო - სომხეთის საზღვარზე