"ნაჯამ მეტი ფული რომ იშოვოს, შვილები შევწიროთ?!" - კვირის პალიტრა

"ნაჯამ მეტი ფული რომ იშოვოს, შვილები შევწიროთ?!"

"ბასიანსა" და "გალერიში" 12 მაისს, ღამის პირველ საათზე ხმაურიანი სპეცოპერაცია, ოფიციალური ინფორმაციით, ნარკორეალიზატორების დასაკავებლად დაიგეგმა, თუმცა მას ახალგაზრდების ორდღიანი პროტესტი მოჰყვა, რაც საბოლოოდ შს მინისტრის გიორგი გახარიას აქციაზე მისვლითა და ბოდიშით დასრულდა. ვითარება კი რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გართულდა, რაც "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის პარლალურად რუსთაველზევე ულტრანაციონალისტების კონტრაქცია დაიწყო.

"ნაჯამ მეტი ფული რომ იშოვოს, შვილები შევწიროთ?!"

პარლამენტის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, კონტრაქციის მიზანი შს სამინისტროსთვის სოლიდარობის გამოცხადება იყო:

- კლუბი "ბასიანი" საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ კლუბურ კულტურას ავითარებს, ახალგაზრდების გართობას ემსახურება, რომ იქ ჩამოდიან ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები, თუმცა შედეგი ამ სიცრუისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ათი დღის განმავლობაში ყოველდღიურად იღუპებოდნენ ახალგაზრდები, დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია რამდენიმე და ეს იმიტომ, რომ კლუბებში უცნობი შემადგენლობის საშიში ნარკოტიკული საშუალება გასინჯეს.

სახელმწიფო არ იყო ვალდებული ამ ხოცვაზე რეაგირება მოეხდინა? იმისთვის, რომ ნაჯამ თუ ვიღაც სხვამ იშოვოს მეტი ფული, შვილები შევწიროთ მათ კეთილდღეობას? შს სამინისტრომ მტკიცებულებების სახით გაავრცელა ჩანაწერი, როგორ იყიდება ნარკოტიკი. თუ ჩანაწერი ავთენტურია და შსს-მ მაღალი სტანდარტით ჩაატარა სპეცოპერაცია, ისღა დაგვრჩენია, უწყებას მადლობა გადავუხადოთ.

...

უწყებას სოლიდარობას ვუცხადებ - არც ერთი ნაბიჯი უკან, როდესაც საქმე ეხება ნარკოდანაშაულს. მსგავსი ტიპის სპეცოპერაციების შედეგად ნარკომოვაჭრეების დაკავება საზოგადოებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ხალხი პოლიციას გვერდში დაუდგება.

ბევრი გააღიზიანა აქციაზე 9 აპრილის მემორიალზე ცეკვამ, უამრავი ადამიანი აღშფოთებულია, რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა თაობა და რა შინაარსი აქვს მათ მოთხოვნებს აქციაზე...

ამ ჯგუფების უკან კონკრეტული პირები დგანან. მაგალითად, სოროსის ფონდიდან "თეთრ ხმაურს" მიღებული აქვს სოციალური ექსპერიმენტის წახალისებისთვის 23.500 დოლარი, 39.000 დოლარი მიიღო "ალტერნატივა ჯორჯიამ".

ნაჯა ორაშვილი: "ჯერ სად ხართ!"

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმაც: - ეს იყო ახალგაზრდების, თავისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეცოპერაცია კლუბში, რომელიც ევროპის ათეულშია, არ ჩატარდებოდა. რატომ შემოვიდნენ კლუბში, არ შეიძლებოდა კლუბის გარეთ დაკავება?! სპეცოპერაცია აბსურდული იყო თავისი მიზნითა და შინაარსით. ცალსახად, ვიღაცები დაუპირისპირდნენ ახალგაზრდებს, თავისუფლებას და თავისუფლების იდეას, მაგრამ შეცდნენ იმ ძალის განსაზღვრაში, რაც ჩვენში - მოაზროვნე, პროგრესულ ახალგაზრდებშია. მივმართავ ხელისუფლებას: ჯერ სად ხართ, უკან მოგიბრუნდებათ ყველა ნაბიჯი, პირველ რიგში კი შემოყრილი საწამლავი, რაც სწორედ თავისუფლების წინააღმდეგ ომში შემოაგდეს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

რუსუდან შელია