"1-ელი მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ"
"1-ელი მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ"
მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრის შედეგებზე საუბრისას პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი იმ შემთხვევაზე, როდესაც 6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს სოფელ აძისარის (აძვისთავის) მახლობლად მდებარე ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარება სურდათ. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს დაუშვებელია, ვინაიდან ეს
სახელმწიფო საზღვრის დარღვევაა. ჩვენ განვუმარტეთ საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომ ასეთი ქმედებები პროვოკაციად უნდა შეფასდეს", - განაცხადა ჯიოევმა.

"ინტერპრესნიუსი"




...
16 მაისი 2018 17:34
თქვენი დროც მოვა! არავინ დარჩება დაუსჯელი, იმ არაკაცური ღალატის გამო რაც თქვენ ქართველებს გაუკეთეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?