"თუ თითო ჭიქა დავლიეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ვიყავით" - რატომ გამოაძევეს რუსთაველთა დელეგაცია თვითმფრინავიდან?
"თუ თითო ჭიქა დავლიეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ვიყავით" - რატომ გამოაძევეს რუსთაველთა დელეგაცია თვითმფრინავიდან?
ტელეკომპანია "იმედის" ონფორმაციით, ქალაქ რუსთავის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა, არაფხიზელი მდგომარეობის გამო თვითმფრინავიდან გამოაძევეს.

როგორც ირკვევა, ავიაკომპანია "ლოტის" წარმომადგენელმა პოლონეთში გამგზავრების უფლება არ მისცეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს, საკრებულოს წევრსა და მერიის თანამშრომელს.

თვითმფრინავიდან გაძევებულები ამბობენ, რომ ბორტგამცილებელს ერთ-ერთის სახის ფერი არ მოეწონა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბორტგამცილებლები რუსთავის დელეგაციას თვითმფრინავის დატოვებას ნახევარი საათის განმავლობაში სთხოვდნენ, რადგან ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, არასათანადოდ იქცეოდნენ და საფრთხე ექმნებოდათ დანარჩენ მგზავრებს.

პოლონური
ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოში აცხადებენ, რომ მგზავრებს უკიდურეს შემთხვევაში აძევებენ ხოლმე თვითმფრინავიდან და ასეთი ფაქტები იშვიათად ხდება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი კი ამბობს,  რომ მათ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ  დაატოვებინეს თვითმფრინავი.

"არავინ არ იყოს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, თუ ყავასთან თითო ჭიქა დავლიეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლური
თრობის ქვეშ ვიყავით", - განაცხადა ონიანმა.

მისი თქმით ბორტზე ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ 50-50 გრამი ვისკი დალიეს. წყარო
სოს
18 მაისი 2018 07:56
ნორმალური მთავრობა მოხსნიდა ამათ. რა უნდა გაუკეთონ ხალხს?
გიორგი
17 მაისი 2018 21:23
რაც არ იცით დანამდვილებით იმის შეფასებისგან თავი შეიკავეთ!!!
ავოეეეე
17 მაისი 2018 10:28
სულ რუსთავია სულ გულავია )))

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?