"მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას" - კვირის პალიტრა

"მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას"

მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა ამას სათანადო მომზადება სჭირდება", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ "ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში".

"ინტერპრესნიუსი"