"პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ორივე მხარემ უკან დაიხია"
"პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ორივე მხარემ უკან დაიხია"
"მმართველმა ძალამ გახარიას სახით, სახელისუფლებო ქედმაღლობაზე უარი თქვა და მშვიდობის შესანარჩუნებლად თავად ეახლა ქუჩაში გამოსულ ორივე მხარეს"

პარლამენტის წინ,"12-13 მაისს "თეთრი ხმაურის" აქციაზე პროტესტის მუხტმა პიკს მიაღწია, თუმცა 13 მაისს ხელისუფლებამ შეძლო როგორც აქციაზე გამოსული მოქალ­აქეების, ისე მათ საცემრად და კონტრაქციის ჩასატარებლად მისული რადიკალი ჯგუფების მშვიდობიანად დაშლა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე რუსთაველზე საპატრიარქოს­ ინიციატივით გამართული ოჯახის სიწმინდის დაცვის მსვლელობით დასრულდა.

ვინ
როგორ მოქმედებდა კრიზისის დროს და გამოავლინა თუ არა ხელისუფლებამ დაძაბულ ვითარებაში სწორი პოლიტიკური მოქმედების უნარი, "კვირის პალიტრა" ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

- 12-13 მაისის აქციებმა დაგვანახა, რომ საზოგადოებაში პროტესტის მუხტი დაგროვდა - ხელისუფლების მიმართ ნეგატიური მუხტი არსებობს როგორც ახალგაზრდებში, ისე ე.წ. რადიკალურ ჯგუფებში,
რომლებიც იმდენად საშიშ ორგანიზაციებად არიან ჩამოყალიბებული, რომ სისხლის ღვრასაც არ ერიდებიან. ვფიქ­რობ, ეს ჯგუფი თავად ხელისუფლებისთვისაა საშიში - დიდია ალბათობა, რომ მას სწორედ სახელისუფლებო შტოები მართავენ, მაგრამ, როგორც წესი, მარტივია­ დაკარგო­ ამ ადამიანებზე კონტროლი, რადგან გადამ­წყვეტ მომენტში უმართავი ხდებიან.

"თეთრი ხმაურის" აქცია კიდევ რამდენიმე საათით რომ გაგრძელებულიყო, პოლ­იციის კორდონი ვეღარაფერს გახდებოდა და შესაძლოა საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისულიყო. შესაბამისად, აუცილებელია ამ პროცესების ღრმა და მიუკერძოებელი ანალიზი.

90-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთხელ გვინახავს მსგავსი სცენარი, მეტიც, სწორედ ამ ურთიერთდაპირისპირების გამო ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე, რომელიც ვერ გავარღვიეთ და რომელიც უფსკრულისკენ ექაჩება ქვეყანას.

- თუმცა, ეს აქცია, ძლიერი საპროტესტო მუხტის მიუხედავად, მშვიდობიანად დასრულდა.­ თქვენი აზრით, რა პოლიტიკური უნარები გამოავლინა ხელისუფლებამ ამ კრიზისში?

- უპირველესად ხაზგასმით აღვნიშნავ,­ რომ როგორც აქციის მონაწილეებში, ისე კონტრაქციის მხარეს რადიკალიზმი გამოს­ჭვიოდა - "თეთრი ხმაურის" აქციაზე რადიკალიზმი იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ 9 აპრილის მემორიალზე­ იცეკვა. ეს სწორედ საპროტესტო რადიკალიზმი გახლდათ, რაც ახალგაზრდებს ხშირად ახასიათებთ იმ კულტურისა და გარე­მოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ.

9 აპრილის მემორიალი ქართული ისტორიის­ ნაწილია, მემორიალზე ცეკვამ კი გამოავლინა ის სულისკვეთება, რითაც "თეთრი ხმაური"­ ცხოვრობს. აქ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების მწვავე რეაქცია, რის გამოც აქციის ორგანიზატორმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მემორიალზე საცეკვაოდ აღარავინ ავა...
მოკლედ, ყველა პირობა არსებობდა, რომ პროტესტის ფინალი სისხლის ღვრამდე მისულიყო, ხელისუფლებას რაღაც გამოსავალი უნდა ეპოვა და როგორღაც მოეხერხ­ებინა დაპირისპირების მუხტის განელება. თავდაპირველად, სახელისუფლებო შტოები მართლაც დაბნეული ჩანდნენ. თუნდაც ის ფაქტი, რომ თითქმის 48 საათის განმავლობაში არც ერთი ლიდერი არ გამოჩენილა, უკვე მეტყველებდა მათ უსუსურობაზე. ვითარების სირთულე სწორად გააანალიზა­ შს მინისტრმა და პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ორივე მხარემ, როგორც ხელისუფლებამ, ისე აქციის მონაწილეებმა, საკუთარი ინტერესები დათმეს და უკან დაიხიეს. გახარიას სიტყვა, რომელიც მიტინგზე მოვისმინეთ, შესანიშნავად იყო გააზრებული, ზედმეტი არც არაფერი თქმულა და არც არაფერი დაჰკლებია, ბოდიში ისე მოიხადა, რომ ბოდიშის­ მომხდელის ღირსება არ შელახულა - თუ დავაშ­ავეთ, ბოდიშს გიხდითო და არა, ოღონდ შეჩერდით და ყველაფრისთვის ბოდიშს ვიხდიო.

- აღნიშნეთ, რომ ხელისუფლების უსუსუ­რობა­ იგრძნობოდა თითქმის 48 საათის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ელიტა იბნევა კრიზისის დროს?

- ეს "ქართული ოცნების" დამახასია­თებელი თვისებაა - როდესაც საქმეს აფუჭებენ, რეაქცია მხოლოდ მას შემდეგ აქვთ და საზოგადოებისთვის მიუღებელი­ ხდება მათი მოქმედების ფორმა. თუმცა 12-13 მაისი განსაკუთრებული მოვლენა გახლ­დათ­ იმ თვალსაზრისით, რომ "თეთრმა ხმაურმა" დათმო თავისი ინტერესი მხარდ­ამჭერების გადასარჩენად, მმართველმა ძალამ კი, გახარიას სახით, სახელისუფლებო ქედმაღლობაზე უარი თქვა და მშვიდობის შესანარჩუნებლად თავად ეახლა ქუჩაში გამოსულ ორივე მხარეს.

- და მაინც, ხომ არ გახდა ხელისუფლება მძევალი ორი დაპირისპირებული მხარის მუქარისა - ერთი მხრივ, "ნაციონალისტე­ბისა" და "ქართული მარშის" რადიკალური მოთხოვნების და მეორე მხრივ, პარლამენტთან შეკრებილი ახალგაზრდების, რომლებმაც პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს?
- ლოგიკურად მეჩვენება, რომ ხელის­უფლების რომელიღაც შტო "ნაციონალის­ტ­ების" ფრთას რაღაც საჭიროებისთვის­ ასაზრდოებს და შესაძლოა, ამიტომაც არ მოჰყვა მკაცრი რეაქცია მათ მუქარას. ეს საშიში ტენდენციაა, თუმცა­ ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ მას არ უნდა ბუნტი და ეს სწორი­ მიდგომაა,­ მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ქუჩაში საქმე­ ყოველთვის ძალადობით წყდებოდა. თუმცა­ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს პრევენციაზე, როგორ არ მიიყვანოს საქმე დაპირისპირებამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპულ გადაწყვეტილებებზე უარი თქვას, უბრალოდ, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება ნაკლები შეკითხვა გაუჩინოს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები