სომხეთის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა - კვირის პალიტრა

სომხეთის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკ არმენია“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, არმენ სარქისიანსა და ბიძინა ივანიშვილს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან.

"ინტერპრესნიუსი"