"ყველას მინდა ვუთხრა: პატრიარქმა ყველაფერი იცის"
28-05-2018
"ყველას მინდა ვუთხრა: პატრიარქმა ყველაფერი იცის"
"მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და ამ გზით გმირი გახდეს გიორგი გაბუნია"

საპატრიარქომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოუცხადა - როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათ­ქვამი, საპატრიარქო სასულიერო პირებს "რუსთავი­ 2"-თან ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სასულიერო პირებმა­ არ უნდა მისცენ ამ ტელევიზიას ინტერვიუ და არ მიიღონ მის არც ერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე­ გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია­ ეკლესია და ფასეულობები. განცხადებაში ორი ეპიზოდია გამოყოფილი: გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გასული რეპორტაჟი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ
2008 წელს, აგვისტოს ომის პერიოდში,­ საპატრიარქომ არ გაავრცელა მსოფლიო პატრიარქის მხარდამჭერი წერილი და მეორე - "არჩევანში"­ გაჟღერებული გიორგი გაბუნიას მიმართვა, რომელიც წერილში "ღვთისმგმობ" გადაცემად არის შეფასებული. რატომ გახდა ტელევიზიისთვის ბოიკოტის გამოცხადება აუცილებელი,­ "კვირის პალიტრა" დეკანოზ შალვა კეკელიას ესაუბრა:

- "პოსტსკრიპტუმის" რეპო­რ­ტაჟში ითქვა, თითქოს აგვისტოს ომის
დროს, მსოფლიო პატრიარქის გამოგზავნილი საქართველოს მხა­რდამჭერი წერილის შესახებ ინფორმაცია დავმა­ლეთ.
ეს სიცრუეა, ინფორმაცია დაიბეჭდა და ამის შესახებ "რუსთავი­ 2"-ის ჟურნალი­სტებსაც ვაცნობეთ, თუმცა­ თავად საზოგადოებას არაფერი უთხრეს და ჩვენი ინფო­რმაცია დამალეს.
კონკრეტული ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს საპატრიარქო პრორუსულ და დასავლურ ღირებულებებთან დაპირისპირებულ­ ძალად წარმოაჩინოს. ცდილობენ საზოგადოება ეკლესიის წინა­აღმდეგ­ განაწყონ და სიძულვილი­ გააღვივონ. ანალოგიურად მოქმედებდნენ ბოლშევიკებიც, თავდ­ა­პირველად, ეკლესიის საწინააღ­მდეგო პროკლამაციები გაავ­რ­ცელეს, სასულიერო პირებს დას­ც­ინოდ­ნენ. ჩვენ ადამიანები­ ვართ და დაცინვას ავიტანთ, მაგრამ როდესაც სიტყვის თავის­უფლების სახელით აშაყირებ ქრისტეს, დედა­ღვთისმშ­ობელს, შეუძლებელია რე­აქცია არ გვქონდეს. ადამ­იანები­ დედის შეურაცხყოფას არ პატიო­ბენ ერთმან­ეთს, ღვთისმშობელი კი ყველას დედაა და როდესაც მაყურებელს მიმართავ: ნუ გეშინიათ, ღვთისმშობელს სათამაშო პისტ­ოლეტი უკავია და ის ქრისტეს მაინც გა­გიჩენთო, ეს მკრეხელობა­ და მწვალებლური დამოკიდებულებაა წმინდანისადმი.

- "რუსთავი 2"-ის გენერალურმა­ დირექტორმა შავრაზმული უწოდა საპატ­რიარქოს, რომ გავრცელებული მიმართვა, პირიქით,­ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღ­­ვივებას ახალისებს, კონკრეტული­ გადაცემის მიზანი კი ცენზურაზე საუბარი გახლდათ.
- ადამიანს აქვს უფლება, რასაც ფიქრობს, თქვას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი უფლებ­ები, რწმენა შეურაცხყოს. ამით მეორე ადამიანის პროვოცირებას ახდენ და თითქოს­ ტესტს უტარებ­, წამოეგება თუ არა პროვოკაციას. ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ როდესაც საპატრიარქოს­ ბნელეთის ძალად მოიხსენიებენ, ამით შეურაცხყოფენ მთელ მრევლს. ვიმეორებ, ბოლშევიკებმა სწორედ­ ასეთი მეთოდებით მოახერხეს ქართველი კაცის­ აყვანა ტაძრის გუმბათზე და ქართველის ხელითვე ჯვრების დამსხვ­რევა, სასულიერო პირების დახვ­რეტა... დიახ, ეს ყველაფერი ქართველებმა გააკეთეს, უცხოეთიდან კი არ ჩამოსულა ვინმე და ეს იყო ბოლშევიზმის პროპაგანდის შედეგი. იმავე პროპაგანდას ვუყურებთ დღესაც. რა თქმა უნდა, ქრისტე არ არის ძალადობის მომხრე და ქრისტიანი არ შეიძლება მოძალადე იყოს, მაგრამ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს პოზიცია, რა არის ცოდვა და რა - არა. ადამიანს, რომელიც შეცდომას უშვებს, უნდა აუხსნა, რომ ცდება და საკუთარი­ ნებით ამბობს უარს ღმერთზე. სამწუხაროა, რომ როდესაც გიორგი გაბუნია საზოგადოებას მკრეხელური ტექსტით მიმართავდა, სტუდიაში არც ერთ სტუმარს არ გასჩენია წინააღმდეგობის სურვილი, ან უბრალოდ ეთქვათ მისთვის, ბატონო გიორგი, თქვენ არ აკეთებთ კორექტულ განცხადებასო. პირიქით, ყველა მორჩილად უსმენდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ერი მის განცხადებას აბსოლუტურად არ ეთანხმება. ხაზგასმით ვამბობ, არც იმ ადამიანების ქმედებებია მისაღები, ვინც მართლმადიდებლობას ბილწსიტყვაობით იცავს. სარწმუნოებას ძალადობითა და ბილწსიტყვაობით დაცვა არ სჭირდება - ის მართალი სიტყვით უნდა დაიცვა.

- ნიკა გვარამია დარწმუნებულია,­ რომ პატრიარქმა არ იცოდა, რომ საპატრიარქო მსგავსი შინაარსის განცხადების გავრცელებას აპირებდა.
- ეს ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რამდენად დიდ შეურაცხყოფას აყენებენ პატრიარქს მსგავსი განცხადებებით. სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირისგანაც მოვისმინეთ, პატრიარქმა არ იცის, რა ხდება მის ქვეყანაში,­ საპატრიარქოში, ეკლესიაშიო... თავად ვიყავი ბობოყვათში პატრი­არქთან ერთად, როდესაც ეს განც­ხადება დაიწერა, უწმინდესმა ტექსტი რამდენჯერმე წაიკითხა. იცით, რატომ ამბობენ, პატრიარქმა არ იცის, რას აკეთებს საპატრიარქოო? სურთ საზოგადოებაში დათესონ აზრი, რომ პატრიარქი, რომელიც ვერ მართავს­ ეკლესიას, ცდება საკუთარ არჩევანში. ყველას მინდა ვუთხრა - პატრიარქმა ყველაფერი იცის, გამჭრიახი გონება აქვს და ღვთის მადლით, კიდევ დიდხანს ექნება ძალა ეკლესიის სათავეში დგომისა. რაც მეტ ტალახს ესვრიან, მით უფრო მაღლდება უწმინდესი. ჩემთვის გასაგებია, რა პოლიტიკის ნაწილიცაა ეს კამპანია - უნდათ ადამიანები დაეცნენ და ეკლესიის მიმართ ნდობა გაქრეს.

- კონკრეტულად, რა ჯგუფს­ აქვს ამის სურვილი და რატომ?
- ყველა ეპოქაში ეკლესია ყოველთვის სწორ სიტყვას ამბობდა. ეკლესია არ გახლავთ სასულიერო­ პირი, ეს სწავლება და მოძღვრებაა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს სიწმინდისკენ, სიმართლის მხარეს დადგომისკენ. თუ ქართველი საუკუნეების განმავლობაში ერადაა შემდგარი, ეს სამოციქულო ეკლესიის დამსახურებაა და ზუსტად ამის განადგურება უნდათ. მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და ამ გზით გმირი გახდეს გიორგი გაბუნია.
დიახ, სწორედ ეს გათვლა აქვთ - "გმირები" გახდნენ ღვთის გინებით. როდესაც დედაღვთისმშობელზე შაყირობ, შესაძლოა ვიღ­აცას არ ეყოს ქრისტიანული და სულიერი სიმაღლე და ფიზიკურად გაგისწორდეს, სწორედ ამ მოთმინებას ცდიან ისინი. ვაი იმ ადამიანებს, ვისაც ეშმაკი ამ ბრძოლაში გამოიყენებს. სწორედ ეშმაკი ებრძვის ეკლესიას, რომ ადამიანების სულები ღმერთს მოსტაცოს - ვაი მათ, ვინც სულს ეშმაკს მიჰყიდის.

P.S. "კვირის პალიტრა" "რუსთავი 2"-ის პოზიციის დასაფიქსირებლად ტელეკომპანიის იურისტს თამთა მურადაშვილს დაუკავშირდა, თუმცა როგორც მან განგვიცხადა, ცალკე კომენტარს არ გააკეთებს და შეგვიძლია არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უკვე გაჟღერებული პოზიციით ვიხელმძღვანელოთ. "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საპატრიარქოს განცხადებას შემდეგი პასუხი გასცა: "საპატრიარქოში არსებული შავბნელი დაჯგუფება, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, გამოხატავს საქართველოს საპატრიარქოს აზრს, ეკლესიას აზიანებს და ამას ყველა კვლევა აჩვენებს. სამწუხაროდ, ეს შავრაზმული დაჯგუფების დამსახურებაა.
ამ შავრაზმულ დაჯგუფებას არ უნდა დემოკრატია, არ უნდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მას უნდა ცენზურა, მას უნდა საქართველოში ქაოსი, მას უნდა საქართველოში რუსული მმართველობა და საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება".
რუსუდან შელია
ლუხო
07 ივნისი 2018 12:47
ღმერთი შენშია . . .
ღმერთის შექმნილო, შენ ღმერთში ხარ, ღმერთი შენშია,
და, ღმერთმა უკვე გაპატია, თუ რამ შეგშლია. (ლ.)
გახსვს? ერთხელაც, ხიდი იწვოდა,
ფეხქვეშ სკდებოდა მუხის ფიცარი,
კაცმა რომ, ხელი გამოგიწოდა,
ის, ღმერთი იყო და ვერ იცანი.

. . . მინდორში გლახამ, რომ გთხოვა წყალი,
ღვინო რომ ასვი შენი დოქიდან,
იესო იყო, ჩვენი უფალი,
გამოსაცდელად, შენთან მოვიდა.

როცა მაცხოვრის ხელი მოგწვდება,
როცა გრძნობ ქვეყნად, მარტო არა ხარ,
შენც, სხვის ტკივილზე ცრემლი მოგწყდება,
ან სხვისი სევდის ალი გადაგწვავს,

. . .გთხოვ აღარა თქვა, რაც არ მოხდება,
გთხოვ ნუღარ იტყვი: ” ღმერთი არა მწამს”.
*
2008წ ჯვართამაღლება

ბიძო
07 ივნისი 2018 12:43
შალვა, შედი რა ბუტკაში. ნათელაშვილი არა მყავს მხედველობაში
ლია
06 ივნისი 2018 10:22
მართალი ბრძანდებით ტელევიზია rusTavi 2 თან არავითარი კავშირი

რედაქტორის რჩევით