აქციაზე მისულ გიორგი კვირიკაშვილს ბოთლი ესროლეს - კვირის პალიტრა

აქციაზე მისულ გიორგი კვირიკაშვილს ბოთლი ესროლეს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით "წადი!" "წადი!" შეხვდნენ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეებმა სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. მას აქციაზე ბოთლები ესროლეს. ამის შემდეგ პრემიერმა ტერიტორია დატოვა. მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგია დანიშნული.