"კუპრავა "ნაციონალების" ზონდერი, ამორალური ადამიანია"
"კუპრავა "ნაციონალების" ზონდერი, ამორალური ადამიანია"
ზვიად კუპრავა ამბობს, რომ 26 მაისს ეძინა და აქციის დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც მტკნარი სიცრუეა. ეს კაცი გარეწარია. სატირალია, როცა ეს ბინძური საქმეების შემსრულებელი ულტიმატუმებს უყენებს ხელისუფლებას. ამ ძალას უნდა დესტაბილიზაციის გამოწვევა და სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში, რასაც ვერ ეღირსებიან

ია მეტრეველი, 2004 წლის 23 ნოემბერს სამართალდამცავების მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა: "მინდა სამძიმარი ვუთხრა დაღუპული ბავშვების ოჯახებს. სარალიძის გვერდით პირველი მე დავდგებოდი, მაგრამ დღეს შვილმკვდარი და გაუბედურებული მამის
გვერდით ძალადობრივი სისტემის შემქმნელები დგანან. ირაკლი შოთაძე სარალიძეს ეხვეწებოდა, ადვოკატთან ერთად შემხვდიო და დაიჟინა, არა, კუპრავასთან ერთად მოვ­დივარო. კუპრავა "ნაციონალების" ზონდერი, ამორალური ადამიანია. ასეთები გამწარებულ მამას თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ. სწორედ ამიტომ არ ვდგავარ იქ. აქციაზე არც ბავშვი ახსოვს ვინმეს და არც შვილმკვდარი მამა. ჩემთვის მამის
მოთხოვნებიც გაუგებარია. მას მთელი მთავრობა, პარლამენტი დაუდგა გვერდში და ამის მერე რა მოთხოვნებს აყენებს? ამ სისხლისმსმელებს უნდათ, რომ არეულობა დაიწყოს.

კუპრავა "ნაცმოძრაობის" ზონდერ­ჯგუფების ყოფილი ლიდერია. ადრე პატრულში მუშაობდა და ასეთი შემთხვევა ჰქონდა: ოჯახი გაძარცვეს და გამოძახებაზე რომ მივიდა, ძვირფასეულობა მოიპარა. შემდეგ ისე მოახერხა, რომ ყველაფერი მის მეწყვილეს დაჰბრალდა. ამ ფაქტზე საქმე აღიძრა, მაგრამ ჩაიფარცხა...

ერთხანს ცილისწამების კასკადით შემომ­ი­ტია და მის წინააღმდეგ სარჩელიც კი შევ­იტანე. კუპრავა მონაწილეობდა 26 მაისის დარბევაში და ამის დამადასტურებელი ფოტოებიც გავრცელდა. ამბობს, რომ 26 მაისს ეძინა და დარბევაში მონაწილეობა­ არ მიუღია, რაც მტკნარი სიცრუეა. ეს კაცი გარეწარია. მთელი მთავრობა ფეხზე დგას,­ ყველა მონდომებულია სიმართლე დადგინდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, ლევან დადუნაშვილის მამა აქციაზე მივიდა და სარალიძე ამის მერეც აგრძელებს მოთხოვნების გახმაურებას, რომ მთავრობა გადადგეს... მიმყარდება აზრი, რომ უნდათ არა საქმის გამ­ოძიება, არამედ ხელისუფლების შეცვლა. კუპრავა კი გამოდის და აცხადებს, უფლებადამცველი ვარო. სატირალია, როცა ეს ბინძური საქმეების შემსრულებელი ულტიმატუმებს უყენებს ხელისუფლებას. ამ ძალას უნდა დესტაბილიზაციის გამოწვევა და სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში, რასაც ვერ ეღირსებიან!

"ეს არის სექტა!"

ბექა ვარდოსანიძე, სამოქალაქო აქტივისტი, ბლოგერი: - გავრცელებულია კუპრავას ფოტო, თავზე კაპიუშ­ონით, სადაც 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობს. კუპრავა სააკაშვილთან დაახლოებული პირია და მის მითით­ებებს ასრულებს. გავრცელდა მასთან გადაღებული ფოტოც და ახლახან შეხვდა კიდეც სააკაშვილს.

კუპრავას გარდა, აქციის ორგანიზატორია ლაშა ცუცქირიძე, რომელმაც აქციიდან გაიყვანა ლევან დადუნაშვილის მამა. გავრცელდა მისი მუქარის შემცველი განცხადებები: "ჩემი წერა გახდებით! მიშა, შენ ჩემი პრეზიდენტი ხარ და შენ გამო სიცოცხლესაც გავწირავ". აქციაზე გამოსულმა დავით დადუნაშვილმა თქვა მასზე, შავებში ჩაცმულმა მაღალმა კაცმა საუბრის საშუალება არ მომცა, სარალიძეს უჩქმიტა და ჩემზე უთხრა, არ დაელაპარაკოო... ეს კაცი ლაშა ცუცქირიძეა, საბურთალოს ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის წევრი.

მესამე ორგანიზატორი ტიტე გედენიძეა,­ ის წითელმაისურიანი ბიჭი, რომელიც მიკ­როფონს არ აგდებს ხელიდან და სტუდენტ გოგონაზე ამბობს, ორი წუთით გავედი და თურმე სუს-ის აგენტი შემოპარულაო. ტიტე გედენიძე "ნაცმოს" ახალგაზრდა ორგანიზაციის აქტივისტია. მან იცის აქციის წაყვანა, ტრენინგები აქვს გავლილი. ლამის ჩაქოლა გოგო, რომელმაც თქვა, პარტიულობას ვემიჯნებითო. აქციაზე ვნახე შეშინებული გოგონა, რომელმაც გაავრცელა ვიდეო, იქ საუბრის საშუალება არ მომეცა,­ მანამდე გვერდზე გამიყვანა და გამომკითხა, რის თქმას აპირებ, აპოლიტიკური ხარ თუ არაო. ამ გოგონას უნდა მოეყოლა, სინამ­დვილეში რა ხდებოდა აქციაზე. მოსწავ­ლე­ებს 77-ე სკოლასთან ჰქონდათ აქცია, სადაც განაცხადეს, რომ არ აძლევდნენ­ გამოხატვის საშუალებას, მათ უნდოდათ ეთქვათ, სოლიდარობას ვუცხადებთ სარალიძეს, მაგრამ ვემიჯნებით მკვლელ "ნაც­იონალებსო".

აქციაზე გამოჩნდა გიული ალასანიაც. სამარცხვინოა, როცა "ნაცმო" დადუნაშვი­ლ­ებს სუს-თან გარიგებულებს უწოდებს. ძალიან ბინძურ განცხადებებს ავრცელებენ მათი მხარდამჭერებიც. ეს არის ჩვეულებრივი სექტა, შვილმკვდარ მამას ხელების ქნევა­ და სტვენა დაუწყეს, თითქოს ამ საქმეს ერთი მსხვერპლი ჰყავდეს.


ნანა ფიცხელაური
tato
12 ივნისი 2018 09:37
გეყო ერთი ადგილის თამაში,ეხლა მოაჯექი ცოცხს და დავაი აქედან,თუმცა დღეს не летная погода,არაუშავს 14 დღის შემდეგ გაგაფრენენ ეხლა ტრანზიტულში ხარ,ხა ხა ხა,
დათა თუთახშია
12 ივნისი 2018 09:20
ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი მგონია. ნაციონალები გამწარებული არიან ხალხი ვერ აიყოლიეს.
GOLA
12 ივნისი 2018 08:45
ზვიომ თხარა თხარაო და 14 დღიანი გამოთხარაო!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები