"მე არ მივყვები "ამსტერდამის დაჯგუფების" პოლიტიკურ ნაბიჯებს"
"მე არ მივყვები "ამსტერდამის დაჯგუფების" პოლიტიკურ ნაბიჯებს"
"სუბელიანის დაკავება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ამის გამო არც უნდობლობის გამოცხადება ღირს ჯერ და არც ნდობის"

ხორავას ქუჩის ტრაგედიის სამართლებრივმა ხარვეზებმა პოლიტიკური კრიზისი შექმნა, რა გამოსავალი აქვს ამ ჩიხიდან მმართველ გუნდს,"პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი დავით­ უსუფაშვილი გვესაუბრება:

- როგორ აფასებთ სუბელიანის­ დაკავებას? არის თუ არა ეს გზავნილი, რომ ხელისუფლება აღარ აპირებს ხელი დააფაროს მაღალჩინოსანს?

- სახელმწიფომ პირი უნდა გაასამართლოს იმ დანაშაულისთვის,­ რისი ჩადენაც დაუმტკიცდება. ხორავას ქუჩაზე არ მომხდარა
მხოლ­ოდ მკვლელობა, მოხდა სხეულის განზრახ დაზიანებაც და ფაქტია,­ რომ სხვადასხვა დანაშაულში­ სხვ­ადასხვა ფორმით მონაწილეობდა არა ორი, არამედ ბევრი პირი; ფაქტია,­ რომ უკვე გამოძიების პრო­ც­ესში მოხდა არაერთი ახალი­ დანაშაული - შეუტყობინებლობა, დაფარვა, ცრუჩვენებების მიცემა, მოწმეებზე ზეწოლა, მტკიცებულებების განადგურება. ამიტომ სუბელიანის დაკავება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ამის
გამო არც უნდობლობის გამოცხადება ღირს ჯერ და არც ნდობის.

- ზაზა სარალიძე ამბობს, რომ შსს-მ სუბელიანისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლის წაყენებით მას დასცინა.
- რაც ამ საქმეზე ბოლო ორ კვირაში გაკეთდა, ვგულისხმობ­ მთავარი პროკურორის გადადგომას, საპარლამენტო კომისიის შექმნას, დაზარალებულებთან შეხვე­დრებს, ახალ დაკავებულებს, ამის მეათედი გასული ექვსი თვის განმავლობაში რომ გაკეთებულიყო, პრობლემა არ გაჩნდებოდა. ხელ­ისუფლება შეეცდება მინიმალური პოლიტიკური დანაკარგით­ გამოძვრეს ამ საქმიდან და, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ასე არ მოხდეს. რაც შეეხება მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების მოთ­ხოვნებს, არა მგონია, რომ ამ ყველაფერს"ზაზა სარალიძის მოთხოვნები უნდა დაერქვას. მამას, რომელსაც შვილის მკვლელი თავად გაუხდა დასადგენი, სრული მორალური უფლება აქვს, უნდობლობა გამოუცხადოს არათუ მთავრობას, არამედ საზოგადოდ სისტემას. ეს მოთხოვნები მორალური სიბრტყიდან პოლიტიკურში გადაიტანა ოპოზიციის იმ ნაწილმა,­ რომელსაც რევოლუციურ-რევანში­სტული დღის წესრიგი აქვს...

- მართლმსაჯულების კრიზისი მმართველმა გუნდმაც აღიარა, როდესაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
- მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის კრიზისი განაპირობა "ოცნების" პოლიტიკური ლიდერების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივმა შეცდომამ. საკადრო საკითხში აქცენტი გაკეთდა "სწორი", ანუ "საჩვენო" და არა სწორი, ანუ კანონიერი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე. ამგვარ პოსტრევოლუციურ მიდგომას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა - წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი სისტემაში მომუშავე პირების შესაძლო საბოტაჟის თავიდან აცილება. დასაწყისში "საჩვენოს" შინაარსი იყო საქვეყნო და არა "ნაც­ური", მაგრამ იგი მალე გახდა­ "საოცნებო" და არა სასხვისო. ზუსტად იგივე მცდარი გზა გაიარა სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" შემდგომ - მან სასამა­რთლო სისტემაზე პოლიტიკური მეურვეობა დააწესა კორუმპირებული რევანშისტების გასანეიტრალებლად, რაც შემდეგ "ნაციონალური" ჭეშმარიტების დასაცავად­ გამოიყენა. ორივე შემთხვევაში კანონის უზენაესობა შეეწირა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.
მეც და სხვებიც ვამბობდით, რომ 2004 წლის მაისში ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდგომ ქვეყანა უნდა გადასულიყო კანონის უზენაესობის კალაპოტში. მაშინდელმა ლიდერებმა ეს არ მოინდომეს და ამიტომაც 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" 2012 წლის ფორმით­ საარჩევნო და არსით რევოლუც­იური ცვლილებით დასრულდა. მეც და სხვებიც ვამბობდით, რომ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანა უნდა გადაგვეყვანა კანონის უზენაესობის რელსებზე. ამ საკითხზე შიდაოცნ­ებურ-კოალიციური მძაფრი ბრძოლა 2016 წლის გაზაფხულზე სახელმწიფო სისტემაზე ერთპარტიულ-ერთპიროვნული პატრონაჟის მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო გამარჯვება, რომელიც 2012 წლის ცვლილებებს უქადის დამარცხებას.
- ოპოზიციურ პარტიებთან ერთად წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ იუსტიციის მინისტრის გადადგომას, თუმცა მოთხოვნას მთავრობის ხელმძღვანელი უსაფუძვლოს უწოდებს.
- იუსტიციის მინისტრმა პრო­კურორის გადადგომაში დაინახა კანონის უზენაესობისთვის შექმნილი საფრთხე, რასაც ვერ ხედავდა პროკურატურასთან თუ სასამართლოსთან დაკავშირებულ უამრავ სხვა საკითხში, ან ხედავდა, მაგრამ საჯარო განცხადების ღირსად მხოლოდ ეს უკანასკნელი შემთხვევა ჩათვალა. სამწუხაროდ, წულუკიანის ბოლო განცხადებებმა არ გააჩინა იმის განცდა, რომ ხორავას ქუჩის ტრაგიკულმა ეპოპეამ მას ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობა დაანახა.
პირიქით, გაჩნდა განცდა, რომ არ იზიარებს პრემიერის თუ შს მინისტრის შეშფოთებას.­ ბუნებრივად გაჩნდა მისი გადადგომის მოთხოვ­ნაც, მით უმეტეს, რომ მას არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი­ როლი აკისრია ახალი მთავარი­ პრო­კურორ­ის შერჩევაში. კა­ნო­ნ­ით­ დადგენილი პრო­­ცედურების გათვალისწინებ­ით,­­ არ ვიქნებოდი­ წინააღმდეგი, თუ წულუკიანი­ გადადგომა-არგა­დად­გომამდე, მთავარი პრო­კურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის, ანა დოლიძის ან მსგავსი ბიოგრაფიის მქონე სხვა პრინციპული პროფესიონალების შერჩევით დაუმტკიცებდა ყვე­ლას, რომ მანაც მიიღო მწარე გა­კვეთილი.

- ანუ "ქართულ ოცნებას" უჭირს პოლიტიკური უნარების გამო­ვლენა თუ უბრალოდ არც აქვს?
- მმართველი გუნდის კრიზისი ნელ-ნელა სახელისუფლებო კრიზისში გადადის. საჭიროა სისტემური ინსტიტუციური ცვლილებები და არა ვინმეს გადაყენება ან დაკავება. სააკაშვილის საფრთხობელად გამოყენება აღარ გამოვა და არც "ამსტერდამის დაჯგუფების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმსვლელთა რაოდენობით იზომება საზოგადოების უკმაყოფილების ტემპერატურა. ანტიკრიზისული სისტემური ხედვის გამოვლინებად ჩაითვლებოდა ხელისუფლების მიერ სამი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები: პირველი­, ხორავას ქუჩისა­ და მსგავსი ტრაგედიის პასუხად არაოცნებელი პროფესიონალის დანიშვნა მთავარ პროკურორად; მეორე +- მართლმსაჯულების სისტემისადმი დაცემული ნდობის­ პასუხად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახლა დაკომპლექტება არამურუსიძეებით; მესამე - ერთპარტიული მონოპოლიის გამო პოლიტიკური სისტემის მოშლის პასუხად რიგგარეშე თუ მორიგი არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება.

- 10 ივნისის აქციაზე საპარლამ­ენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზ­იციის ნაწილი რუსთაველზე­ არ გავ­იდა, მათ შორის, არც თქვენ, რატომ?
- პრობლემის ერთნაირად აღქმა არ ნიშნავს მისი მოგვარების გზების ერთნაირად აღქმას.­ მჯერა, რომ სააკაშვილის პირდაპირი თუ ირიბი დაბრუნება ხელისუფლებაში ამ პრობლემების მოგვარების მცდარი გზაა და ამიტომ არ მივყვები "ამსტერდამის დაჯგუფების" პოლიტიკურ ნაბიჯებს. რუსთაველის გამზირზე კარვების გადატანა სწორედ "ამსტერდამის დაჯგუფების" გადაწყვეტილებაა და არა ზაზა სარალიძის. ნუ დაგვავიწყდება, წინ არჩევნებია. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე დისკუსია მალე გადაიზრდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიებში. ნუ გვექნება­ მოლოდინი, რომ ამ პროცესში ყველას ყოველთვის ერთად ვიხილავთ.
რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები