მამისთვის ნაჩუქარი 120 000 აშშ დოლარი და 50 000-ლარიანი რემონტი - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია?
მამისთვის ნაჩუქარი 120 000 აშშ დოლარი და 50 000-ლარიანი რემონტი - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია?
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 30 მაისს შეავსო.

გიორგი გახარია 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1994-2000 წლებში ის ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და მიღებული აქვს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2002-2004 წლებში გახარიამ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა უმაღლესი ბიზნეს სკოლა და მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

რაც შეეხება გახარიას პროფესიულ გამოცდილებას, 2004-2008 წლებში ის იყო SFK Group-ის
გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან 2009 წლამდე გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი გახლდათ. 2008 - 2013 წლებში იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2013 წლიდან 2016 წლებში
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, 2014 - 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, შემდეგ კი ეკონომიკისა და შს მინისტრი.

გიორგი გახარიას ჰყავს მეუღლე, მარიკა ფანცულაია, რომელიც პროფესიით ექიმი - ბაქტერიოლოგია და ერთი ქალიშვილი, 8 წლის ანნა გახარია, რომელიც მოსკოვშია დაბადებული.

2018 წლის 30 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მარიკა ფანცულაია ფლობს მსუბუქ ავტომანქანა TOYOTA RAV4-ს, რომელიც 2016 წელს 22000 აშშ დოლარად შეიძინა.
2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მითითებული აქვს, რომ იმ მომენტისთვის ფლობდა 76.00 კვ.მ ფართობის ბინას რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, მოსკოვის ოლქის ქ.ოდინცივში.
მისი მეუღლის მარიკა ფანცულაიას სახელზე კი რეგისტრირებული იყო თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 395.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ამავე წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მამა ზაურ გახარია თბილისში, ამაღლების ქუჩაზე ფლობდა არასაცხოვრებელ ფართობს, ასევე 2 მიწის ნაკვეთს - სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში (280 000.00 კვ.მ) და სოფელ წავკისში (1600 კვ. მ )
2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს ქონება შეტანილი აღარ არის.

დოკუმენტის მიხედვით ვიგებთ, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი გახარიას მეუღლეს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 485 ლარი, ხოლო იმავე ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე 520 000 აშშ დოლარი. საანგარიშო პერიოდში გიორგი გახარიას "საქართველოს ბანკში" გახსნილი ჰქონდა 2 მიმდინარე ანგარიში, ერთზე ერიცხებოდა 934 ლარი, ხოლო მეორეზე 586 ლარი.

საანგარიშო პერიოდშივე ნაღდი ფულის სახით მარიკა ფანცულაიას ჰქონდა 6000 ლარი, ფულადი თანხის წყაროდ მითითებულია დანაზოგი, გიორგი გახარიას კი ჰქონდა 12 000 ლარი და 5000 აშშ დოლარი. ორივე ფულადი თანხის წყაროდ ასევე მითითებულია დანაზოგი.

გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე, ხელფასის სახით, აიღო 64,880 ლარი, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აიღო 10 127 ლარი.
ხოლო მისმა მეუღლემ, "ავერსის" ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე 2017 წელს აიღო 13 502 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, მარიკა ფანცულაიამ საჯარო რეესტრში, 2018 წლის 3 იანვარს, 720 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.

გიორგი გახარიას კი 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქალიშვილის სწვალის საფასური 5220 ევრო დაუჯდა, მშობლების საცხოვრებელი ბინის რემონტი 50 000 ლარი და ასევე მამას - ზაურ გახარიას 120 000 აშშ დოლარი აჩუქა.

გიორგი გახარიას კრედიტის სახით ავტოგანვადებისთვის 2015 წელს აღებული აქვს 11 370 დოლარი, აქედან გასავალი 2017 წელს ჰქონდა 6000 აშშ დოლარი.
სადაზღვევო სესხის სახით კი აღებული აქვს 2102 აშშ დოლარი, გასავალი ჰქონდა 1100 დოლარი.

იხილეთ ასევე: ბინები ლონდონში და პარიზში, სახლები ირლანდიასა და ისრაელში - რომელი დეპუტატები ფლობენ უცხოეთში უძრავ ქონებას?


234
15 ივნისი 2018 12:21
G-ordi-ს რაკი ლამანოსოვი დაამთავრ აიმიტომ აის განთლებული, რუსების ეკონომიკური განათლება არ გაიშვა არსად :) ფულის მოპარვის და ატკატის მეტი არაფერი იციან :)
ტოტო
14 ივნისი 2018 12:04
ასეთი ადამიანები აუცილებელია პოლიტიკაში.არის განათლებული,სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიმღები.
ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
G-ordi
14 ივნისი 2018 11:36
გახარია და კახიშვილი...ორივენი პროფესიონალები არიან ! ამიტომ ორივეს მაგრად შეუტევს ოპოზიცია,განსაკუთრებით გახარიას ამოიღებენ მიზანში...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?