ვინ შეიძლება შეცვალოს თეა წულუკიანი?
ვინ შეიძლება შეცვალოს თეა წულუკიანი?
უკვე ორი საათია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის შეკრების თემა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებია.
ამასთანავე, როგორც დეპუტატები აცხადებენ, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.

შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება.

"ვერ გეტყვით პრემიერის დონეზე ცვლილების საჭიროება დგას თუ არა, მაგრამ ცვლილება
შიგნით იქნება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა, აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას", - განაცხადა ქანთარიამ.

არაოფიციალური ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე შეცვლის.

იხილეთ ასევე: "ოცნება" სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - რას განიხილავენ უმრავლესობის საგანგებო
სხდომაზე?

არა! ნაცებს!
13 ივნისი 2018 18:31
კუპრავას და სანაცეთის მოთხოვნების შესრულებაღა აკლდა ოცნებას და საერთოდ კარგად წაუვა საქმე.ყბადაღებულმა კოჰაბიტაციამ ხო გაამართლა და ეხლა ესღა გვაკლია და ავშენდებით.
lia
13 ივნისი 2018 16:06
ეტყობა ასეთ ტიპაჟებს სანაძლეოზე ირჩევენ თორემ ამისგან რა მინისტრი უნდა დადგეს?
ჯ.ჯ.
13 ივნისი 2018 15:43
ერთადერთი კაცი, ვინც შეცვლის წულუკიანს, ესაა კახა კახიშვილი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები