ვინ შეიძლება შეცვალოს თეა წულუკიანი? - კვირის პალიტრა

ვინ შეიძლება შეცვალოს თეა წულუკიანი?

უკვე ორი საათია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის შეკრების თემა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებია.

ამასთანავე, როგორც დეპუტატები აცხადებენ, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.

შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება.

"ვერ გეტყვით პრემიერის დონეზე ცვლილების საჭიროება დგას თუ არა, მაგრამ ცვლილება შიგნით იქნება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა, აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას", - განაცხადა ქანთარიამ.

არაოფიციალური ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე შეცვლის.

იხილეთ ასევე: "ოცნება" სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - რას განიხილავენ უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე?