"ვტოვებ თანამდებობას" - გიორგი კვირიკაშვილი გადადგა - კვირის პალიტრა

"ვტოვებ თანამდებობას" - გიორგი კვირიკაშვილი გადადგა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

12 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის საგანგებო სხდომის მსვლელობისას, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგებოდა, თუმცა სხდომიდან გამოსულმა დეპუტატებმა დიდწილად იმაზე ილაპარაკეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილია, თუმცა კულუარულად ფრგამენტული ინფორმაციები გახდა ცნობილი, მაგალითად ის, რომ ბიძინა ივანიშვილი აღშფოთებული იყო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, მეტიც, სწორედ მისი მოთხოვნა იყო მთავრობის გადადგომა. 13 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართებოდა. ისევ გაჩნდა მოლოდინი, რომ მთავრობის გადადგომის თაობაზე გაკეთდებოდა განცხადება, ასეც მოხდა.

"ჩემთვის ეს თანამდებობა იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, ვეცადე ვყოფილიყავი ნებისმიერი მოქლაქის პრემიერ-მინისტრი. ჩემი ყველა ნაბიჯი იყო ჩემი სამშობლოს, ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული. ვარ გუნუნდური მოთამაშე, ვხედავ რა განწყობებს გუნდში და ამ განწყობების გათვალისწინებით ვტოვებ თანამდებობას!", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იხილეთ ასევე: რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე და დასვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის გადადგომის საკითხი?!