"კვირიკაშვილი აღმოჩნდა პირველი, ვინც მიანიშნა, რომ ბიძინამ მოხსნა" - რას წერენ "ფეისბუკში" პრემიერის წასვლაზე? - კვირის პალიტრა

"კვირიკაშვილი აღმოჩნდა პირველი, ვინც მიანიშნა, რომ ბიძინამ მოხსნა" - რას წერენ "ფეისბუკში" პრემიერის წასვლაზე?

"ჩემთვის ეს თანამდებობა იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, ვეცადე ვყოფილიყავი ნებისმიერი მოქლაქის პრემიერ-მინისტრი. ჩემი ყველა ნაბიჯი იყო ჩემი სამშობლოს, ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული. ვარ გუნუნდური მოთამაშე, ვხედავ რა განწყობებს გუნდში და ამ განწყობების გათვალისწინებით ვტოვებ თანამდებობას!", - ამ სიტყვებით დატოვა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რაც მოსალოდნელიც იყო. მომხდარს "ფეისბუკში" აქტიურად ეხმაურებიან:

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "ახლა მთავარია, ისე არ მოხდეს, რომ კვირიკაშვილი მოგვენატროს"

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"ექსპრემიერს ექსპრემიერი შეცვლის?

ტექსტი ასეთი თქვა კვირიკაშვილმა: "პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება თავად დააკომპლექტოს გუნდიო", სავარაუდოდ, ეს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას უნდა ნიშნავდეს.

მაგრამ ყველაფერ ამაზე უკვე მერე...

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი

"ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია". -  გ. კვირიკაშვილი. უკვე ყოფილი პრემიერი აღმოჩნდა პირველი, ვინც მიანიშნა, რომ ბიძინამ მოხსნა. აქამდე ყველა ზეციურ ძალაზე აკეთებდა აქცენტს. ახლა გინდ თამადა ეძახეთ, გინდ მერიქიფე". "ვტოვებ თანამდებობას" - გიორგი კვირიკაშვილის განცხადება