"ქართულ ოცნებას“ სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი აქვს" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას“ სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი აქვს"

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა და ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შეფასებისას განაცხადა განაცხადა.

როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, სასურველია, რომ მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს.

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო. მოლოდინი მქონდა, რომ ის ასეთ განცხადებას გააკეთებდა. გამიკვირდა მე, რომ გუშინ იყო გადადგომის მოლოდინი, რადგანაც ასეთი სხდომის შემდეგ კვირიკაშვილს უნდა ჰქონოდა კომფორტი, რათა ეს განცხადება გაეკეთებინა.

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ძალიან სერიოზული რეფორმაა მთლიანად ჩასატარებელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პროფესიონალურ საკითხს, არამედ მართვის ალგორითმია შესაცვლელი ეფექტურობის შესაძენად და ერთიანი გეგმის გასაწერად.

საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან "ქართულ ოცნებას“ სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა იქნება არა კარგად დავარცხნილი, არამედ ფუნქციონალური",-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. "ინტერპრესნიუსი"