რა აზრთა სხვადასხვაობა იყო ბიძინა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის? - კვირის პალიტრა

რა აზრთა სხვადასხვაობა იყო ბიძინა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის?

ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ სიღარიბის კუთხით ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, პრემიერ-მინისტრის მოსაზრება კი იყო, რომ ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა იყო სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

"გუშინ გუნდში ის სიტუაცია განვიხილეთ, რომელიც სტატისტიკურად გაერო-ს კვლევამ აჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ამოვიდა სიღარიბიდან. ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პირველი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა სოფო კილაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.