"კვირიკაშვილს კარგა ხანია უკმაყოფილება ჰქონდა ივანიშვილთან"
"კვირიკაშვილს კარგა ხანია უკმაყოფილება ჰქონდა ივანიშვილთან"
"სასურველია, რომ მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს"

ნათქვამია კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, შესაბამისად, ბოლოდროინდელი გაუთავებელი ლაპარაკი, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის "მეორედ მოსვლა" სამთვარობო ცვლილებებით გაგრძელდებოდა, დღეს ასრულდა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეჩერდა.

კულუარული ინფორმაციით, კვირიკაშვილთან ერთად "სახლში წავლენ" იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

"დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა
მიეცეს საშუალება, გუნდი იმ შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. (იხილეთ განცხადება)

როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან.

"გუშინ გაიმართა
მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომა არ გაკვირვებით პოლიტოლოგებს. ექსპერტ სოსო ცინცაძის თქმით, კვირიკაშვილიც მისი წინამორბედი ღარიბაშვილივით, ივანიშვილზე ნაწყენია.

"ეს საკითხი გუშინ გადაწყდა, უბრალოდ დღეს მას მისცეს საშუალება, რომ თავად გაეკეთებინა ეს განცხადება. როგორც ბუნებით პატიოსანმა ადამიანმა თქვა იმაზე მეტი, რაც ტრადციულ ჟანრში გადადგომის დრო უნდა ეთქვა.
გამოჩნდა, მას კარგა ხანია უკმაყოფილება ჰქონდა ივანიშვილთან, მაგრამ რაზეა, რთულია ამის თქმა.
მიუხედავად იმისა, რომ მას ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობები არ გადაუხდია, მაინც არა მგონია, რომ ოპოზიციაში ვიხილოთ", -  განაცხადა ცინცაძემ.

პოლიტოლიგი გია ხუხაშვილი კი პრემიერის გადადგომას კანონზომიერს უწოდებს.
"ეს კანონზომიერი იყო. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ასე, რომ გუშინ ამაზე მიდოდა ზუსტად საუბარი. უბრალოდ, მას უნდა გაეკეთებინა ეს განცხადება და მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, მიჭირს ამაზე საუბარი. კვირიკაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატობის შანსი ხელიდან გაუშვა.

მისივე თქმით, სასურველია, რომ მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს.
"საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან "ქართულ ოცნებას" სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა იქნება არა კარგად დავარცხნილი, არამედ ფუნქციონალური", - გვითხრა ხუხაშვილმა.

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)




























keti
14 ივნისი 2018 11:58
ივანისჰვილმა ისევ აცვენა საკარტველოს მოსახლეობას რომ რაც უნდა როგორც უნდა ისე მარტავს არაპორმალურად მის პირად ამბიციებზე და მოტხოვნებზე საკარტველოს ნუტუ ასე დადებილდა ცვენი კვეკნის პოლიტიკოსები რომ უცოდინარი არადიპლომატი ივანისჰვილი ვერ მოიცილეს კვეკნის საკიტხების გადასაცკეტად ტიუ მისი პულებიტ ხდება საკარტველოს ბრუნვა და ვერავინ ხმას ვერ იგებს ტუ აცკობტ რატა საარსებო ცკარო კონდეტ ცვენ პოლიტიკოსებს ცჰნდება კიტხვა რასჰია საკმე საზოგადოება ელის პასუხს პულები აირცჰიეს ტუ კვეკნის მომავალი კარტული ოცნება ცჰემი სჰეხედულებიტ არის ჯგუპი არა პოლიტიკოსებისდა დიპლომატების არამედ ჯგუპი საარსებო ცკაროსი რომ გაცჰირვებაა და უნდატ იცხოვრონ იარსებონ და ხუცჰავენ ტვალებს კველაპერზე რომ იარსებონ კვეკნის პოლიტიკის ცარმარტვა და კვეკნის მოსახლეობის ბედი და მომავალი დიდი სჰეცდომა დიდი ცოდვა და დიდი უცოდინარობაა როდესაც მესჰენ ადამიანს მისცემ უპლებამოსილებას ცკვიტოს გადაცკვიტოს და აუპროსოს კვეკნის კველა საკიტხი მომავალი როდესაც მატკუარა ადამიანს ცრუპენტელას და მხოლოდ პულის მოკვარულს დასვამ მისცემ უპლებას კვეკნის საკიტხების გადასაკვეტად სცორედ მასჰინაა დაკცეული სახელმციპოს მომავალი ივანისჰვილი ხომ მოსული არ არის კვეკნის ცინსვლისტვის კვეკნის მოსახლეობიის სასარგებლოდ და აგმასჰენებლად მოვიდა ტავისი ბიუჯეტის და ტავისი ბიზნესის გასაპარტოებლად და მოსაგებად ტკვილებიტ მოსახლეობაზე ზედ გადავლიტ პეხის დაცჰერიტ აბა რომელი ცჰკვიანი ნახეტ და რომელი განატტლებული ივანისჰვილი რომ პოლიტიკური გადაცკვეტილებები მიიგოს ასე აგროვებს და დააგროვა მილიონები ტკვილებიტ და ხალხის მოტკუებიტ სხვაგვარად მილიონები არ გროვდება ცჰემი აზრიტ სცორედაც კვირიკასჰვიილი სჰეიდზლება კარტული ოცნების ცევრი იკო მაგრამ სინდის ნამუსი გააცჰნია და ამიტომაც ვერ სჰეიგუა ივანისჰვილმა ივანისჰვილის დაკრულზე მტლიანად არ ცავიდა და ცვენი ბიდზინაც ისჰორებს იცჰერს და ანადგურებს იმას ვინც მის ზეგავლენის კვეს არ იკნება რომ დაუსჰვენს უნდა იცეკვონ სხვაგვარად ტოვებენ ტანამდებობებს ვაი ცვენ ტავს და ცვენ უბედურებს ასე ვიტკოდი რომ ივანისჰვილს ვაცკვეტინებტ ცვენი კვეკნის პოლიტიკოსების ცოდნას ადგილებს და ტანამდებობების გადანაცილებებს ტუ ვინ სად რა ადგილზე დაჯდება და რას გააკეტებს საერტოდ ჯობია ვიბრდზოლოტ ცარიელი ხელებიტ ვიდრე ივანისჰვილმა ცკვიტოს რამე დაპიკრდეს უნდა კველა პარტიის გუნდება ერტად ცჰამოკალიბდნენ მნისჰვნელობა არ აკვს ვინ რომელ პარტიას ეკუტვნის რადგან კველა პარტიას კავს ნამდვილად გამოცდილი ცჰკვიანი და კვეკანასჰი მიგებული პოლიტიკოსები ესენი ერტად ტუ დადგნენ საკარტველოს ვერავინ აჯობებს ცჰემი აზრიტ უნდა დაისჰალოს კომატური ჯგუპური პარტიები და კველა დზველი ტუ ახალი დზლიერი გამოცდილი პოლიტიკოსებიტ უნდა სჰეიკმნას ჯგუპი კველა ერტად სამსჰობლოს სასიკეტო საკეტილდგეო საკმისტვის მასჰინ ვიტკვი საკარტველო კვეკანაა და დზლიერი ეხლა რა უნდა იტკვას ივანისჰვილის ჯიბეს უკურებენ დზუკნა დზაგლებივიტ პირსჰი მიცჰერებიან ტუ რა ადგილს დაიკავებენ რომ იარსებონ და არცჰინონ ოჯახები კველა რტავის ჯიბეს უუკურებს ვარცხვენტ და გულს ვტკენტ ცვენ მებრდზოლ ცინაპრებს რომლებმაც სიცოცხლე სჰესცირეს სამსჰობლოს კეტილდგეობისტვის რომ ცვენ გვეცხოვრა და ცვენ კი ერტი ლუკმა პური რომ მივირტვატ ვკიდიტ და ვცვლიტ ივანისჰვილზეტუკი გაანტავისუპლა კვირიკასჰვილი ამიტ ივანისჰვილმა რა მოიგო აცვენა რომ არაპორმალური ტვიტმარკვია ოლიგარკი ცდილობს ვიტომ რამეს ცარმოადგენს გვეუპროსება ივანისჰვილის ცჰკუა კი არ მარტველობს არამედ მისი პულებია სცორედ რომ ალაპარაკებს აბა არ იკოს მილიონერი ზედ არავინ სჰეხედავდა
mar 11 s
14 ივნისი 2018 10:33
კვირიკაშვილს მოუხდებოდა პრემიერობა სადღაც შორს,განვითარებულ ქვეყნებში,სადაც ინსტიტუტები ძლიერია და ცხოვრება საათივითაა აწყობილი.! ღარიბ,განუვითარებე,დანაწევრიანებულ საქართველოში,სადაც ინფრასტრუქტურა,უსაფრთხოება სუსტია,სადაც უმუშევრობაა და კრიმინალი ,რუსეთთან მტრული განწყობა....კვირიკაშვილის დანიშვნა მხოლოდ ქვეწნის მტერს შეეძლო.!
ალექს
14 ივნისი 2018 06:59
მთავარი ალგორითმი ყალბია :
ნაცმოს(უსაზღვრო ევროპული საქართველოსიც ) და ქოცებს შორის იდეოლოგიური საზღვარი დიფუზიურია,ნაცმო და ევროპული საქართველო მემარჯვენე კონსერვატორებია ,ვითომ,ქოცები სოციალდემოკრატებია ,"მემარცხენეობენ" ვითომ,ამ დროს კვირიკაშვილი იძახის მემარჯვენე პოლიტიკა გავავატარეო და ნაცები კი გადადექი,გადადექიო,კაცს მათი საქმე უკეთებია,რადგან თავად ნაცებმა სამოხელეო პარტოკრატიულ "მემარჯვენე" სოციალიზმს ჩაუყარეს საფუძველი(ყველაფერი მათ,სხვას არაფერი) და პარტია გაქცეული და აქ დარჩენილი მულტიმილიარდების მტრიალებელი არტელი გახდა ,ნაციონალქოციონალური ერთობა სწორედ ამით ერთობა,მილიარდებით,რომელიც ხალხს აახიეს !
ესაა მთავარი ალგორითმი და ისაა ყალბი !
პრემიერი ესეც და წინა ორიც(ღარიბაშვილი,ივანიშვილი) ბანკირებია ,ნაცების პრემიერებიც ბანკირები იყვნენ(გილაური,გურგენიძე,და ის ქობულეთელი,გვარი ?თავი რომ ტკიოდა სულ,ნოღაიდელი ),ახლა ვიცეები და მინისტრები არ ჩამომათვლევინოთ (ბენდუქიძე,ფულის ტომარა,ჩხარტიშვილი-ბანკირი,ქუმსიშვილი-კრედო და ასე შემდეგ,ზოგიც თქვენ გაიხსენეთ,სიორიძე მაგალითად -კანონმდბელი ,კოვზანაძე ვისია -ორივესი )ვისა აქვს ხალხის ფული მითვისებული?
ბანკებს ,ისინი კარნახობენ კანონებს ,ესენი აღასრულებნ,ძალიან მარტივია ესა !
ესაა პოლიტიკურ მერკანტილური არტელი, ნაცქოცმოქკავშირი,ადრე ერქვა კომკავშირი,აი ეს ალგორითმია რეალური !
შეცვლიან ?!
არა !
თავად ეგენი უნდა შევცვალოთ !




რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები