"ქვეყანაში დაწყებული პოზიტიური პროცესები შეუქცევადია" - დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში დაწყებული პოზიტიური პროცესები შეუქცევადია" - დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადამდგარ გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის.

ქუმსიშვილის განცხადებით, სჯერა, რომ ქვეყანაში დაწყებული პოზიტიური პროცესები შეუქცევადია.

"მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენ ქვეყანაში, 2,8%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5% იანი ზრდით დატოვა. მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო შეუქცევადია", - წერს ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

"ინტერპრესნიუსი"