"ოჯახთან ყოფნა და ანალიტიკური საქმიანობა მირჩევნია" - რით დაგვამახსოვრა თავი გიორგი კვირიკაშვილმა? - კვირის პალიტრა

"ოჯახთან ყოფნა და ანალიტიკური საქმიანობა მირჩევნია" - რით დაგვამახსოვრა თავი გიორგი კვირიკაშვილმა?

ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც აღნიშნული კოალიციის წევრმა, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2015 წელს მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელში გადაინაცვლა, 2015 წლის 30 დეკემბრიდან კი ქვეყნის პრემიერ - მინისტრი გახდა, მან ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც ასევე მოულოდნელად და თითქოს საკუთარი ნებით წავიდა თანამდებობიდან.

თავიდანვე არსებობდა სკეპტიკური განწყობა, რომ პრემიერ-მინისტრი ვინც არ უნდა ყოფილიყო, მისი მანდატი იქნებოდა ფორმალური. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მაშინ ექსპერტულ წრეებში დადებითად აფასებდნენ. თავშეკავებული, პროფესიონალი, კარგი ეკონომისტი და გამოცდილი საგარეო ურთიერთობებში, იდიალური კანდიდატი - ასე ახასიათებენ გიორგი კვირიკაშვილს.

ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილზე ამბობდა, მასში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახეო... მაგრამ 2018 წელს უკვე ასე აშკარად აღარ ფიქრობს. სწორედ მასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მოუწია კვირიკაშვილს წასვლა, რაც ამ უკანასკნელმა თვითონ აღიარა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ქმედითი აღმოჩნდა მისი მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის სასიკეთოდ ამაზე ყოფილმა პრემიერმა თანამდებობიდან გადადგომისას გაამახვილა ყურადღება. თუმცა მის მიერ ჩამოთვლილი წარმატებული პროექტებისა თუ გადაწყვეტილებისა, დღის წესრიგში მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი, რადგან მაინც დადგა, ე.ი. "ქართული ოცნების" პარტიის თავჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის კვირიკაშვილის ჩანაცვლება აუცილებელი გახდა.

რა აზრთა სხვადასხვაობა იყო ბიძინა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის?

და მაინც, რით დაგვამახსოვრა ყველაზე მეტად თავი, უკვე ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა?

მუხლებზე დაცემული პრემიერ-მინისტრის ფოტოს, რომელიც სამების ტაძარში ლოცვას ასახავდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ასევე რეზონანსული იყო, გიორგი კვირკაშვილის გამოჩენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, როცა ის სტუდენტებს დაცვის გარეშე შეხვდა.

გოგონა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გვერდით ტარიელ ხეჩიკაშვილს ადგილი "წაართვა"

დღის ფოტო - გოგონა და პრემიერი

პრემიერმა ლიკა ქავჟარაძის სამძიმრისთვის ყვავილები თავად შეარჩია

გასული წლის ბოლოს, როდესაც პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას განიხილავდნენ, გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რითაც მთელი საზოგადოება გააკვირვა. მანამდე მას გაწონასწორებულ და მშვიდ ადამიანად ვიცნობდით.

ა.წ 31 მაისს, როდესაც ე.წ. ხორავას საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ, უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ გავიდა. მათთან აწ უკვე ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მისი გამბედაობა ფიასკოთი დასრულდა, აქციის მონაწილეებმა სიტყვის თქმის უფლება არ მისცეს, სტვენითა და შეძახილებით შეხვნენ და ბოთლები ესროლეს.

"სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ. ჩემს ცხოვრებაში ისე ხდებოდა, რომ რაღაც ციკლის მერე თავიდან ვიწყებდი ყველაფერს. არასოდეს ისე არ ვიქცეოდი რაც კარიერულად სასარგებლო იქნებოდა. სულიერი სიმშვიდე, ოჯახთან ყოფნა და ანალიტიკური საქმიანობა მირჩევნია" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა "კვირის პალიტრისთვის 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში.

"სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ" - რატომ თქვა ექიმობაზე უარი და სად გაიცნო მომავალი მეუღლე გიორგი კვირიკაშვილმა?