"მასში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე" - რას ამბობდა ივანიშვილი კვირიკაშვილზე?
"მასში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე" - რას ამბობდა ივანიშვილი კვირიკაშვილზე?
"ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები", - განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერობიდან წასვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებისას. მან არაერთხელ მინიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა გარკვეული უთანხმოება, თუმცა ის გვარ-სახელით ერთხელაც არ უხსენებია.
გავრცელებული ინფორმაციით, კვირიკაშვილის მთავრობის გადადგომა სწორედ ექსპრემიერ ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყო. აშკრაა, რომ მას კვირიკაშვილის და მისი მინისტრთა კაბინეტის მუშაობა აღარ აკმაყოფილებდა.
არადა, იყო დრო მისი მისამართით ქების სიტყვებს არ იშურებდა.
გთავაზობთ მის მიერ სხვადასხვა
დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომელშიც კვირიკაშვილს აფასებდა:
"კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი რომ ვიცი, ერთადერთი რაც მაწყნარებს. ის გათვლის გარეშე არაფერს აკეთებს. გარდა იმისა, რომ კარგი მენეჯერია, კარგი ფინანსისტიცაა".

"ისეთი მოწესრიგებული კაცი, შინაგანად დაბალანსებული, როგორიც გიორგი კვირიკაშვილია, ჩემთვის აღმოჩენა იყო. ასეთი კიდევ რამდენიმე პიროვნება ვიცოდი მხოლოდ. გიორგი არის საოცრად მოწესრიგებული.
თუ მის წარსულსაც გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრია. ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს მას, რომ დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას".

"ეს კაცი (გიორგი კვირიკაშვილი) გარწმუნებთ, რომ არ იბრძვის არაფრისთვის, არ იბრძოდა არასდროს, ყველაფერს ნაკლი ერთადერთი რაც აქვს, შეიძლება პატარა გადაცდომაზეც უარი თქვას სავარძელზე. ასეთი დამოკიდებულება აქვს, იმდენად წესიერი კაცია, რომ შეცდომა რომ იყოს მთავრობაში, რაღაც რომ მოხდეს, შეიძლება წავიდეს. არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს".

"გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნაა ადა­მი­ა­ნო­ბის, წე­სი­ე­რე­ბის, უან­გა­რო­ბის და იმის გან­წყო­ბის, რომ თა­ვის ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­როს და მხო­ლოდ იგი­ვე და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და იგი­ვე მი­ზა­ნი აქვს გი­ორ­გი­საც. ქო­ნებ­რი­ვად შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი გა­მაჩ­ნდეს, მაგ­რამ გი­ორ­გის ჩემ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი გან­წყო­ბა აქვს და ამის­თვის არის მთავ­რო­ბა­ში. მარ­ტო გი­ორ­გი არ არის ასე­თი, სხვე­ბიც არი­ან, მაგ­რამ გი­ორ­გი­ზე შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი, რომ სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბაა. ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის ოც­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე გი­ორ­გი­ში, იმ­დე­ნად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია, იმ­დე­ნად ადა­მი­ა­ნუ­რია, იმ­დე­ნად კე­თილ­შო­ბი­ლია და ამავდრო­უ­ლად არის ძა­ლი­ან კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ფი­ნან­სის­ტი და მხო­ლოდ იმ გან­წყო­ბით გახ­ლავთ მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, რომ მო­ემ­სა­ხუ­როს თა­ვის ქვე­ყა­ნას".

იხილეთ ასევე: "კვირიკაშვილი აღმოჩნდა პირველი, ვინც მიანიშნა, რომ ბიძინამ მოხსნა" - რას წერენ "ფეისბუკში" პრემიერის წასვლაზე?


cico
14 ივნისი 2018 17:04
ჩვენ მხოლოდ დამცირება და ლანძღვა ვიცით ამით კი ვერაპერს ვერ მივაღწევტ
დიახ
14 ივნისი 2018 16:09
ზუსტად მასეთი კარგია.დიდი მადლობა ბ-ნო გიორგი,გაიხარეთ და შორს არსად წახვიდეთ... შეგეხვეწებიან ისევ. ერთადერთი თქვენი მინუსი იყო კაზინოს თემის დაიგნორება.
ბარო
14 ივნისი 2018 15:02
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?