პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა - რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი?!
პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა - რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი?!
მას მერე, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, საპარლამენტო უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა და პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბატაძე დასახელდა.
ვინ არის მამუკა ბახტაზე?
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტრო 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა, მანამდე კი ოთხი წლის განმავლობაში "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი იყო.

უფრო დეტალურად კი, 36 წლის მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს
სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, 2005-2006 წლებში "საქართველოს რკინიგზაში" იყო პროექტის მენეჯერი, 2007-2008 წლებში - სასტუმროების ქსელ "რჩეულის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის 13 ნოემბრამდე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური
დირექტორი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან კი ფინანსთა მინისტრი.

ფოტოგალერეა


მამუკა ბახტაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 31 მარტს შეავსო.

მის საკუთრებაშია 335 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი მცხეთაში, რომელიც ბახტაძემ 2016 წელს საჩუქრის სახით მიიღო. ასევე ფლობს 670 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში, რომელიც ასევე საჩუქრის სახით მიიღო 2016 წელს.

რაც შეეხება ბახტაძის საბანკო ანგარიშებს, მას რამდენიმე ანგარიში აქვს გახსნილი "საქართველოს ბანკში" "თი-ბი-სი"სა და "ვი-თი-ბი" ბანკებში. საანგარიშო პერიოდში ამ ანგარიშებიდან უმეტესობაზე თანხა არ ირიცხებოდა, მხოლოდ "საქართველოს ბანკის" "სოლოზე" ერიცხებოდა 8540 ლარი და "ვი-თი-ბის"  ანგარიშზე 131 ლარი.

რაც შეეხება მის სამეწარმეო საქმიანობას, შპს ჯიარ ტრანზიტ საქართველოში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 2017 წლის განმავლობაში მამუკა ბახტაძემ შემოსავლის სახით აიღო 37465 ლარი, შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინი საქართველოში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობისას ბახტაძემ 16 048 ლარი აიღო, ხოლო "საქართველოს რკინიგზის" დირექტორის თანამდებობაზე 184 150 ლარი აიღო.

მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე 11 151 ლარი აიღო.

"გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების" ინფორმაციით, ფინანასთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბახტაძემ 2012 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 20 000 ლარი შეწირა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ბახტაძე ამ პერიოდში  საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაში დირექტორი იყო, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი "საქართველოს ინდუსტიული ჯგუფია". ამ უკანასკნელის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კი დავით ბეჟუაშვილია.

მამუკა ბახტაძის შესახებ საინტერესო დეტალია ისიც, რომ ბლოგმა kavshirebi.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მამუკა ბახტაძე 2008-2012 წლებში "ცენტრ პოინტში" მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ არაფერია ნათქვამი მის ბიოგრაფიაში.

ბოლო ხანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის სიძეობას აპირებს, თუმცა როგორც თავად განაცხადა "ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ".

რაც შეეხება საზოგადოებაში მის ცნობადობას, NDI-ის ბოლო, აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ არ იცის, ვინაა მამუკა ბახტაძე.
მომავალი პრემიერი დასაოჯახებელია.
იხილეთ ფოტოგალერეა


nino
15 ივნისი 2018 03:03
exla ki mivxvdi ratoa rkinigzis baknebse matareblis asasvleltan akrili asfalti...erti creshi vegar daasxit batonebo? sasaciloebi xart.sadac xart ver abavt tavs da exla aket sanapirozec unda ariot monadteri.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები