"ჩემი ბავშვობაც ამ ფილმივით ტკბილი და მოუსვენარი იყო" - რა აკავშირებს მამუკა ბახტაძეს "იმერულ ესკიზებთან"? - კვირის პალიტრა

"ჩემი ბავშვობაც ამ ფილმივით ტკბილი და მოუსვენარი იყო" - რა აკავშირებს მამუკა ბახტაძეს "იმერულ ესკიზებთან"?

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე 1982 წელს, თბილისში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი წარმოშობით ხონიდანაა და როგორც ირკვევა, მშობლიური კუთხე ძალიან უყვარს.

ამ ცოტა ხნის წინ მან მისი ბავშვობის კარ-მიდამოში გადაღებული ფოტოები "ფეისბუკის" პირად გვერდზე ატვირთა. მინაწერით გაირკვა ისიც, რომ ამ სახლსა და ეზოში გადუღიათ თავის დროზე ყველასთვის საყვარელი ფილმი "იმერული ესკიზები".

აი რას წერს მამუკა ბახტაძე: "იმერეთი ჩემი კუთხეა. ხონში, ამ სახლში საუკეთესო წლები მაქვს გატარებული და ბავშვობის ბევრი სასიამოვნო მოგონება სწორედ ამ ეზოს, ამ სახლს უკავშირდება, რომელიც 150 წლის არის.

ეს სწორედ ის სახლია, სადაც ყველასათვის საყვარელი ფილმი, "იმერული ესკიზებია" გადაღებული. ჩემი ბავშვობაც ამ ფილმივით ტკბილი და მოუსვენარი იყო".

რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი მამუკა ბახტაძე?! იხილეთ ფოტოგალერეა