Warning: file_get_contents(https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=cwKW6Lpokuosdra5azYLtDL5PNhaDX.SBwtfEa8Xnwn.f7): failed to open stream: HTTP request failed! in /var/www/html/www.kvirispalitra.ge/plugins/content/conendvideo.php on line 111
"საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა"- რა თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა
"საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა"-  რა თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა
საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა, ხოლო ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია "ქართული ოცნების" მთავარი ფასეულობა.

"თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე. ამისთვის, საჭიროა პრინციპულობა, გუნდურობა, მაღალი კომპეტენციის ხარისხი და ყველა იდეის
კონსოლოდიცია. მე დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, - აღნიშნა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძე აცხადებს, მისი ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, მცირე მთავრობის კონცეფციაა.

"მესამე პრინციპი ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური
სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე ანტიკორუფციული ხაზით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?