რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?

იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმღრვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.

პრესა წერდა, რომ მან და ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა უტა ივანიშვილმა NSEAD-ის ბიზნესსკოლაში გაიცნეს ერთმანეთი.

ამ ორიოდე თვის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ივანიშვილის სასიძო იყო. ამ საკითხზე დასმულ კითხვას, ბახტაძემ ასე უპასუხა:

"ეს ადამიანი გასაგებია, რომ საზოგადოებაში ეწევა იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას, როგორც ჩანს, ამას იმდენად ინტენსიურად აკეთებს, რომ თვითონაც დაიჯერა ეს იაფფასიანი ჭორები. ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ და მე ზოგადად დამრჩა განცდა, რომ გარკვეული ჯგუფები შეეცადნენ ინიციატივების შემდეგ, რაც ჩვენ გავაჟღერეთ, გარკვეულწილად ეს დისკუსიები ასეთი იაფფასიანი ჭორებით გადაეფარათ. საზოგადოებისთვის მიმინდვია ამის განსჯა, ვფიქრობ, ყველა კარგად აანალიზებს ამ ჭორების წარმომავლობას და ა.შ." ჯერ კიდევ კვირიკაშვილი პრემიერობამდე  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას უნდა შეეცვალა ირაკლი ღარიბაშვილი.

იყო დრო, მას ივანიშვილის შემცვლელადაც კი ასახელებდნენ, რაზეც ჰკითხეს კიდეც ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კითხვას ასე უპასუხა: "თქვენ კარგად მიკარნახეთ, კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს". როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ის მართლაც აქამდე რჩებოდა "შესაძლო კანდიდატად", ახლა კი უკვე რეალური კანდიდატია.

იხილეთ ფოტოგალერეა