რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეზე?

მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება და უნარი, რომ მართოს ქვეყანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"საპარლამენტო ურმავლესობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. ბატონი მამუკა ბახტაძე არის გამორჩრეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხრივი გამოცდილებით. მას აქვს მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. მას აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, უნარი იმის, რომ მართოს ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძე გამოდიოდა მნიშვნელოვანი ინიციატივებით, რომელთა შედეგები უკვე სახეზეა. „როდესაც ბატონი მამუკა წარდგება პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამით, ამ პროგრამაში ასახული იქნება ახალი ინიციატივები, რომლებიც დააჩქარებს ამ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"