"ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო"
"ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო"
ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

"ბუნებრივია, მას არ აქვს მთავრობაში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება. ის რამდენიმე თვეა, მინისტრია, თუმცა ამ რამდენიმეთვიანი მინისტრობის დროს მან დაამტკიცა, რომ კარგი თანამშომელი იყო როგორც ფინანსთა სამინისტროს შიგნით, ისე მთავრობაში და პარლამენტთან თანამშომლობაში. ამ ადამიანს კომუნიკაცია არ უჭრის. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის არის ძალიან
გამოცდილი, სულ რამდენიმე თვე იმუშავა მთავრობაში, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო; იქნებ სწორედაც რომ ისეთი ადამიანები არიან დღეს საჭირო, ბატონი მამუკას სახით, რომელიც თავისუფალია წარსული კლიშეებისგან და განწყობილია რეფორმატორულად და ინოვაციურად", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები