"ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო" - კვირის პალიტრა

"ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო"

ვერ ვიტყვით, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან გამოცდილი, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

"ბუნებრივია, მას არ აქვს მთავრობაში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება. ის რამდენიმე თვეა, მინისტრია, თუმცა ამ რამდენიმეთვიანი მინისტრობის დროს მან დაამტკიცა, რომ კარგი თანამშომელი იყო როგორც ფინანსთა სამინისტროს შიგნით, ისე მთავრობაში და პარლამენტთან თანამშომლობაში. ამ ადამიანს კომუნიკაცია არ უჭრის. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის არის ძალიან გამოცდილი, სულ რამდენიმე თვე იმუშავა მთავრობაში, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ სიახლეა საჭირო; იქნებ სწორედაც რომ ისეთი ადამიანები არიან დღეს საჭირო, ბატონი მამუკას სახით, რომელიც თავისუფალია წარსული კლიშეებისგან და განწყობილია რეფორმატორულად და ინოვაციურად", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"