წულუკიანი თავისივე "რეფორმირებული" სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს?!
წულუკიანი თავისივე "რეფორმირებული" სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს?!
"ქართულმა ოცნებამ" გიორგი კვირი­კაშვილის თანამდებობიდან გადადგომა­ ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას დაუკავშირა, სასამართლოსა თუ პროკურატურაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი იუსტიციის მინისტრი თეა წულ­უკიანი კი, ალბათ, მთავრობის­ განახლებულ შემადგენლობაში­ ადგი­ლს მაინც შეინარჩუნებს, მიუხედავად იმისა,­ რომ მის გადადგომას სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვენ.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა­ - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური­ აღნიშნავს, თუ წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში დარჩება, ქვეყანაში შექმნილი სამართლებრივი კრიზისი უფრო გაღრმავდება:

- საზოგადოებაში მთავრობის გადახალისების მოთხოვნა, დიდი
ხანია, მომწიფდა. მოსახლეობა კარგად ხედავს პრობლემებს,­ რომელიც ჩავარდნილმა რეფორმებმა და არაეფექტურმა მმართველობამ შექმნა. კრიზისი განსაკუთრებით თვალსაჩინოა მართლმსაჯულებაში, სადაც ყველა რგოლი ჩამოშლილია - სასამართლო და საგამოძიებო სტრუქტურები ვერ ქმნის სამართლიანობის განცდას, პირიქით, ხორავას ქუჩის საქმემ გამოამზეურა ყველა­ ხარვეზი, რაც წლების განმავლობაში მართლმსაჯულებაში გროვდებოდა. ამიტომაც უნდა შეიცვალოს
თეა წულ­უკიანი. მას ნდობის მანდატი ამოწურული აქვს.

- კულუარებში ამბობენ, რომ ცვლი­ლ­ება იუსტიციის მინისტრს არ შეეხება. რატომ ვერ ხედავს გუნდი მართლმსაჯულებაში­ შექმნილ პრობლემებში თეა წულუკიანის პასუხისმგებლობას?
- წულუკიანის თანამდებობაზე დატოვება დაუშვებელია! შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე მთავარი მიზეზი, რის გამოც ის ყველ­აზე წარუმატებელი მინისტრია.
სავიზო რეგულაციები - მოგე­ხსენებათ,­ 2014 წელს იუსტიციის მინისტ­რის ინიციატივით 24 ქვეყანას უვიზო რეჟ­იმი გაუუქმდა და გართულდა უცხოელების საქართველოში შემოსვლის პროცედურები. შედეგად რა მივ­იღეთ? ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ქვეყანამ კი 100 მილიონ­ დოლარზე მეტი იზარალა.­ როდესაც მთავრობა მიხვდა წულუკიანის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას, კვლავ შეცვალა კანონი.

მიწის საკუთრების რეგისტრაციის რეფორმა - 2016 წელს იუსტიციის სამ­ინისტრომ დაურეგისტრირებელი მიწების რეგისტრაცია დაისახა მიზნად, თუმცა, მიწების დიდი ნაწილი­ დღესაც დაურეგისტრირებელია, მესაკუთრეებს კი პრობლემები შეექმნათ.

სასამართლოს ე.წ. რეფორმირება რეალურად იმით გამოიხატა, რომ იუსტიც­ი­ის­­ მინისტრი კლანებს გაურიგდა და გაჯა­ნსაღ­ების ნაცვლად უფრო ჩაკეტილი სისტემა მივიღეთ, სადაც პროცესები აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, სისტემას კი კლანები მართავენ. ამაზე პასუხისმგებელი, უპირველესად, თეა წულუკიანია.
პროკურატურის რეფორმირებაშიც იგივე ტენდენცია გამოიკვეთა. წულუკიანმა რეფორმა დაარქვა მხოლოდ პროკურორის შერჩევის წესს, სხვა არაფერი შეცვლილა. პირიქით, ვითარება გაუარესდა.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექ­ანი­ზმის შექმნის პროცესიც ჩაფლავდა,­ ისევე როგორც ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, რომლის მიღ­ებაც საერთაშორისო ვალდებულებაა. სტრასბურგში ორჯერ გაგზავნილი­ არაკვალიფიციური მოსამართლე ყველას კარგად გვახსოვს. მის გამო ევროპაში საქართველო დასაცინიც კი გახდა.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არ უნდა დავაკისროთ თეა წულუკიანს?! წარუმატებელი და დამაზიანებელი ნაბიჯების მიუხედავად, ისევ უნდა დარჩეს მინისტრთა­ კაბინეტში?! გაუგებარია, რა ლოგიკას ეყრდნობა ამ შემთხვევაში მმართველი პარტია.

- თქვენს მოთხოვნას გადადგომასთან დაკავშირებით თეა წულუკიანი პოლიტიკურ გზავნილს უწოდებს და პირადად თქვენ მოგიწოდებთ, შექმნათ პარტია.
- ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად არაადეკვატურად აღიქვამს პრობლემებს წულუკიანი. კიდევ ერთი საკითხი - ჩვენ იუსტიცი­ის სამინისტროს სსიპ-ებისა და ააიპ-ების წინააღმდეგ გავასაჩივრეთ შვიდი მოქალაქის საქმე, რომლებიც ჩიოდნენ, რომ წულუკიანმა­ უკანონოდ გაათავისუფლა. ამ ეტაპზე უწყებიდან უკანონო გათავისუფლებისთვის ასანაზღაურებელი თანხა 200 672 ლარია და ყოველთვიურად იზრდება, მათი საქმეების დასრულებამდე. სასამართლოში­ ყველა საქმე მოვიგეთ. გათავისუფლების­ საფუძვლად, ძირითადად, დასახელებული იყო დისციპლინური გადაცდომა, ასევე­ - შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა გარემოებები და რეორგანიზ­აცია. თუმცა, ყოველ შემთხვევა­ზე სასამართლომ გათავისუფლების ბრძანება არაკანონიერად ცნო და შესაბამის სტრუქტურებს მოქალაქეების სამსახურებში აღდგენა, კომპენსაციისა და გაცდენილი დროის ანაზღაურება დაავალა.

- გქონიათ შემთხვევა, როდესაც იუსტიციის მინისტრს უარი უთქვამს­ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე?
- სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროდან გათავისუფლებული მოქალაქის საქმეზე. საინტერესოა ის გარემოება, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო იყო მხარე და სწორედ მისი ხელმძღვანე­ლის უკანონო­ ბრძანებით დაითხოვეს ეს ადამიანი სამსახურიდან. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, იძულებული გავხდით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ დაგვეწყო იძულებითი აღსრულება კომპენსაციის გადახდის ნაწილში, რადგან მათ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ შეასრულეს. ასე რომ, თეა წულუკიანს ყველა მიმართულებით ჩიხში შეჰყავს ქვეყანა და იმედი მაქვს, ამას გადაწყვეტილების მიმღები პირები, ბოლოს და ბოლოს, გაიაზრებენ.
ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის საბჭოს წევრი: - კონკრეტულ პირებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დღეს სასამართლოში კლანური მმართველობა გვაქვს და ეს მმართველმა გუნდმა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა უნდა დაინახონ და აღიარონ. ამას საზოგადოება კარგად ხედ­ავს­ და ყოველდღიურ ყოფაზეც აისახება.­

თავდაპირველად, 2012 წლის შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემაში პირველი და მეორე ტალღა თითქოს წარმატებით ხორციელდებოდა, მაგრამ შემდეგ ჩიხში შევედით - სასამართლოში არსებულმა კლანებმა მოახერხეს და კანონი საკუთარ ინტერესებს მოარგეს. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული უწყების - იუსტიციის სამინისტროს წახალისების გარეშე ვერ მოხდებოდა.
ჯერ კიდევ გვაქვს დრო, გავაანალიზოთ, სად დავუშვით შეცდომები და პროგრესზე ვიფ­იქროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ შედეგს მივიღებთ, რომელთან გამკლავებას ვერ შევძლებთ და ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკიც წარმოუდგენელი იქნება. ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრებმა უნდა აიღონ და როდესაც მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას დაიწყებენ, კარგად გაიაზრონ ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც და საზოგადოებრივი აზრიც.

რუსუდან შელია
მაკა
27 ივნისი 2018 23:14
წულუკიანისნაირმა სახემწიფო მოხელეებმა ხალხს ისე შეაჯავრეს თავი და ხელისუფლება, რომ მიშას და მის დროს ნატრობენ.მოსამართლეები კანონს არად დაგიდევენ და საქმეების ჩაწყობით იმართება სასამართლოები, ყველაფერზე ამაზე პასუხი მოეთხოვება წულუკიანს. დროზე გადადგეს სახელმწიფოს განვითარებას ხელს უშლის.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები