"ჩამოშლილი მართლმსაჯულება... რუხი კარდინალები... სახელისუფლებო დაჯგუფებები..."
"ჩამოშლილი მართლმსაჯულება... რუხი კარდინალები... სახელისუფლებო დაჯგუფებები..."
მმართველმა პარტიამ მომავალი მთავრობის ხელმძღვანელობა ფინანსთა მინისტრ­ მამუკა ბახტაძეს მიანდო და ამ არჩევანის მთავარ მოტივად მისი არაპოლიტიკური­ წარსული დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ პრემიერს 2012 წლის აგვი­სტოში 20.000 ლარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეუწირავს, ეს არ აღმო­ჩნდა "ქართული ოცნებისთვის" დამაბრკოლებელი, მამუკა ბახტაძისთვის ერთსულოვნად დაეჭირა მხარი. რა გამოწვევების წინაშე დგას რეორგანიზებული მთავრ­ობა, "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს:

- მთავრობის განახლებაზე საუბარი­ გუნდში ზაზა სარალიძის პროტესტამდე, მინიმუმ, ორი თვით ადრე დაიწყო. სწორედ
ამისთვის დაბრუნდა პოლიტიკაში ოფიც­იალურად ბიძინა ივანიშვილიც. ამიტომ­
"ნაცმოძრაობის" განცხადებები, რომ მთავრობა სარალიძის პროტესტის ან აქციების თუ სახალხო მღელვა­რების შედეგად გამოფხიზლ­და, აბსურდია - სისტემაში ბზარები დიდი ხნით ადრე გაჩნდა, როდესაც, ფაქტობრივად, სახელმწიფო სტრუქტურები მთლიანად ჩამოიშალა. მთავრობა ვეღარ მართავდა კლანებს, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურაში იყვნენ და არიან ჩაბუდებული.
სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგას ახლა მთავრობა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ხორავას ქუჩის ტრაგედიამ გააშიშვლა დანაშაულებრივი სქემები მართლმსაჯულებაში.­

პროკურატურა რომ საქმეების გახსნის ნაცვლად, კონკრეტული მაღალჩინოსნებისთვის ხელის დაფარებით, მათი ბნელი საქმეების "გაპრავებით" იყო დაკავებული, ზედაპირზე დევს.
თუ დღეს ხელისუფლება რეალურად აფასებს არსებულ კრიზისს, ხორავას­ ქუჩის საქმე უნდა გამოიძიონ და ყველა პირი გამოააშკარაონ. კიდევ უამრავი გახმაურებული საქმე დევს თაროზე, რომელთა ბოლომდე მიყვანა აუცილებელია. მათ შორის ყოფილი მთავარი აუდიტორისა­ და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმე, როდესაც რიგითმა მოქალაქემ სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელს მუშტი-კრივი გაუმართა, თუმცა არ დასჯილა...

- ერთ-ერთი ვერსიით, თეა წულუკიანი, რომლის მთავრობიდან წასვლასაც არასამთავრობოები და საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს, თანაგუნდელებს აშანტაჟებს - თუ მინისტრობიდან გაუშვებენ, "თან გაიყოლებს".
- მეც მსმენია ამ ვერსიის შესახებ, რომ წულუკიანი თანაგუნდელებს ემუქრება, პირს დავაღებ და ყველაფერს ვიტყვიო...
თუმცა მთავარი ის არის, თუ განახლებული მინისტრთა კაბინ­ეტი სამართლიანობის განცდას არ შექმნის, მოუწევს ძალაუფ­ლ­ებასთან დამშვიდობება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა.

პარადოქსია, ერთი მხრივ, ეკონომიკა იზრდება ციფრებში, მეორე მხრივ კი, მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება. ალბათ, მხოლოდ საქა­რთველოში გვაქვს მოდელი, როდ­ესაც სტატისტიკა გვეუბნება, რომ ეკონომიკა მზარდია, კვლევებით კი იკვეთება, რომ ხალხს კიდევ უფრო შია და ვალ­ებით უწევს ცხოვრება.
ეს ანომალია გამოძახილია იმ დარღვეული­ ვერტიკალისა, რომელიც სახელმწიფო სტრუ­ქტურებშია შექმნილი - აღარ გვყავს­ გადაწყვეტილების მიმღები პირები. ერთმანეთშია აზელილი შუა, დაბალი თუ ხელმძღვანელი რგოლები - ქვეყანა ფუნქც­იო­ნირებს ინერციით. სწორი საკადრო პოლიტიკა გვჭირდება - პროფესიონალების მოძიება, რომლებსაც კრიზისულ ვითარებაში მუშაობის უნარი აქვთ ყოველგვარი მითითებების გარეშე.­ საგანგაშო მდგომარეობაა რეგიონებში - ვინ არიან გამგებლები, მერები თუ გუბერნატორები, როგორ აღმოჩნდნენ საარჩევნო სიებში, თავად "ქართული ოცნების" ბევრი წევრისთვისაც ამოუხს­ნელია. უვიცები სხედან რეგიონებში მმართველ პოზიციებზე და ამიტომაც მძვინვარებს კორუფცია.

- რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ საჯარო­ სექტორში გადაწყვეტილების მიმღები პირები აღარ არიან და, ძირითადად, გარე პირის ნებართვას ელოდებიან. ვის გულისხმობთ?
- "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და ოფიციალური მინისტრთა კაბინეტის პარალელურად, არაოფიციალური ხელისუფ­ლება ჩამოაყალიბა - დღეს რუხი კარდინალები მართავენ ქვეყანას და ამის ბევრი­ მაგალითი შემიძლია ჩამოგითვალოთ, მათ შორის, ყველაზე ოდიოზურ ფიგურად ოთარ ფარცხალაძე იქცა. ადამიანი, რომელსაც ვერ ეხება პროკურატურა, მართლმსაჯულება, მიუხედავად იმისა, რომ შარშან სისხლის სამართლის დანაშაულისთვის უნდა დაეკავებინათ. მათი პარპაში უნდა აილაგმოს. გარდა რუხი კარდინალებისა, ბოლო ექვსი წელია "ოცნებაში" ჩამოყალიბდა სხვადასხვა დაჯგუფება -
ხელისუფლება დაშლილია სამთავრობო და საპარლამენტო დაჯგუფებებად.
ამას მივყავართ იქამდე, რომ მმართველი ძალა ერთ მთავარ ღირებულებაზე, ქვეყნის ეფექტიან მართვაზე კი არ არის კონცენტრირებული, ცდილობს თავისივე თანაგუნდელი, ოღონდ სხვა დაჯგუფების წარმომადგენელი მაქსიმალურად დისკრედიტირებულად წარმოაჩინოს.

- დაჯგუფებების დაპირისპირების მიზანი ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესებია?
- ორივე ერთად. ადამიანები, რომლებსაც ივანიშვილის გარეშე არასდროს ეღირსებოდათ თანამდებობები და მით უმეტეს, ძალაუფლება, დღეს სკამების შესანარჩუნებლად ერთმა­ნეთს საერთო თამაშის­ წესების გარეშე უპირისპირდებიან.
როგორ უნდა ვიპოვოთ ამ დაჯგუფებების ომში ბალანსი, რთული წარმოსადგენია, თუმცა ამაზე ფიქრი ახალ პრემიერ-მინისტრს მოუწევს. ასე რომ, გვაქვს პრობლემების მთელი კასკადი, რომელსაც პოპულისტური დაპირებები ვეღარ გადაფარავს, მით უმეტეს, წინ ორი - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გველოდება, რაც იმაზე რთული იქნება მმართველი პარტიისთვის, ვიდრე წარმოუდგენია.

რუსუდან შელია
Nik
26 ივნისი 2018 09:22
მოვიდა დრო როცა ენკი-ბენკის დრო წარსულს ჩაბარდა, ხალხო რა ხდება კიდე, ეჰ ... ძაიან ცუდი ტენდენციები მიდის, არც მიშისტი ვარ არც ბიძინისტი და არც ედუარდისტი,, და კიდევ არც ზვიადისტი ))))

ბატონი გია აბსულიტურად მართალს ბრძანებს,
საჭიროა არსებული ადამიანური რესურსების მობილიზაცია პიტველ რიგში და მუხლჩაუხრელი შრომა,

გია ხუხაშივილი
სანდრო თვალჭრელიძე
დემურ გიორხელიძე
(რაოდენ სამწუხაროა - გია მაისაშვილს ვეღარ დავამატებთ ((

და კიდევ არიან მრავალი ამ კატეგორიის ან მათთან მიახლოებული მოღვაწეები
რომელთა რესურსის და პოტენციალის არგამოყენება დანაშაულის ტოლფასია

ვისურვებდი რომ ბატონ ახალ პრემიერს ჰქონოდეს უნარი და ნიჭი ამას ყველაფერს თავი გაართვას
...ჰფარავდეს უფალი ჩვენს ქვეყანას...

გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები