სირიაში, იორდანიასა და თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს "სამშობლო უხმობს"!..
18-06-2018
სირიაში, იორდანიასა და თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს "სამშობლო უხმობს"!..
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გალისა და ოჩამჩირის რაიონებში სირი­იდან, იორდანიიდან და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნების მსურველ აფხაზთა ჩასახლების საკითხს­ განიხილავს­.

აფხაზეთის ე.წ. რეპატრიაციის მინისტრის, ბესლან დბარის განცხადებით, ისინი მზად არიან, სამშობ­ლოში დაბრუნების მსურველები მიიღონ: "ეს საკითხი ჯერ კიდევ წლების წინ განიხილებოდა­ და მათი რეპატრიაცია ეტაპობრივად ხდებოდა, ახლა კი ამ პროექტმა ოფიციალური და მასშტაბური სახე მიიღო. როდესაც "აფხაზეთსა
და სირიას შორის" დიპლომატიური ურთიერთობა სახელმწიფო დონეზეა, ეს საკითხი უფრო სწრაფი ტემპით მოგვარდება და სასურველი შედეგიც იქნება...

აფხაზური დიასპორის 130-მდე წარმომადგენელს, რომლებიც­ იორდ­ანიაში ცხოვრობენ, ისტორ­იულ სამშობლოში დაბრუნება­ სუ­რს.­ ეს ადამიანე­ბი­­ რეპატრიაციის ფონდს არ სთხ­ოვენ დახმარებას. ერთადერთი,­ რაც მათ აინტერესებთ, აფხაზური­ ენის შესწავლის საკითხია­. თვითონაც ვერ ლაპარაკობენ აფხაზურად და სურთ, მშობლ­იური ენა შვილებმა მაინც ისწავლონ".

დბარის თქმით, აპირებენ, რომ
ისინი გალსა და გაგრაში კომპაქტურად ჩაასახლონ.

"ბევრი გვეკითხება, რატომ ავირჩიეთ ეს ქალაქები? ორივე ქალაქი მოსაზღვრეა და ეს სახელმწიფო საზღვრებს დაცულობის მეტ გარანტიას მისცემს. ორივე ქალაქში, ძირითადად, სხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, მაგალითად, გალში - ქართველები, გაგრაში - სომხები. ჩვენთვის ყველა მოქალაქე მნიშვნელოვანია, თუმცა, იქ აუცილებლად აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ, რათა, როგორც კი ვინმე გადმოკვეთს საზღვარს, თქვან: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში"...

რაც შეეხება სირიას, იქ საომარი მოქმედებები არ წყდება და ასეთ დროს სამშობლოში დაბრუნების მსურველთათვის უარის თქმა არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება... მათი შეკრება და ყოველი შემთხვევისთვის შემოწმება მეგობარი რუსეთის დახმარებით უნდა მოხდეს, რადგან რუსეთი გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს და ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს.
ჩვენ წლების განმავლობაში­ სირიელ აფხაზებს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში კომპაქტურად ვასახლებდით, თუმცა, მიზეზთა გამო იყო შემთხვევები, როდესაც ინტეგრირებას ვერ ახერხებდნენ და სხვა ქვეყანაში ან სულაც სირიაში ბრუნდებოდნენ. ახლა უფრო მომზადებული ვართ და ერთობლივი­ პროექტებიც გვაქვს - გალსა და ოჩამჩირეში არის ადგილები, სახლები და მათი ჩასახლება ძალიან ადვილად შეიძლება".

აფხაზი საზოგადოების ნაწილი ამ ინიციატივას ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან გაუდაბურებული ოჩამჩირე და გალის რაიონის­ თითქმის დაცარიელებული სოფ­ლები გამოცოცხლდება, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს ე.წ. რეპატრიაციის პროექტი, რომლის უკანაც არავინ იცის რა იმალება, მიუღებელია...

ინალ ხაშიგი, ჟურნალისტი:

"რამდენიმე კვირის წინ ვიზეი­მეთ სირიის აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ვიცოდი, რომ ამას რაღაც ნაბიჯები მოჰყვებოდა - აფხაზეთს სასწრაფოდ სჭირდება ეკონომიკური პროგრამა, რათა გადარჩეს, მაგრამ როგორ დაგვეხმარება სირია?! ეს არის ქვეყანა, რომელიც წლებია, იბომბება...

გავიხსენოთ 2008 წელი, როდესაც რუსეთმა გვაღიარა და ყველგან სადღესასწაულო განწყობა და ბედნიერების შეგრძნება სუფევდა - აფხაზეთი რამდენიმე დღის განმავლობაში შამპანურში იხრჩობოდა, მოსახლეობამ მთელი საბრძოლო მარაგი ჰაერში შუშხუნებად გაუშვა, თუმცა, საყოველთაო მხიარულება მკაცრმა ყოველდღიურობამ ძალიან სწრაფად შეცვლა. მოლოდინი, რომ რუსეთის კვალდაკვალ დანარჩენი მსოფლიოც გვაღიარებდა, გეოპოლიტიკური კონიუნქტუ­რის მშრალ და დაუნდობელ გათვლებში გაიფანტა... საინტერესოა, რა იქნება ახლა? რას მოგვიტანს ეს ახალ-ახა­ლი პროექტები? მით უფრო, რომ არავის აღელვებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხარისხი...

კოსოვოს აღი­არ­ების­ მომენტში საკუთარი გერბი­ და დროშაც კი არ ჰქონდა და მთელ ევროპაში მხოლოდ კრიმინალურ ბიზნესს ავითარებდა, ნარკოტრაფიკის ლობირებით დაწყებული, მოპარული ავტომო­ბილებით ვაჭრობით დამთავრებული, მაგრამ მისი მფარველობა აშშ-მა მაინც ითავა. საბოლოოდ, რამდენიმე თვეში, თითქმის ასმა ქვეყანამ კოსოვო თავის თანასწორად ცნო. რა გველოდება ჩვენ? ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს."

სირიელი და იორდანიელი აფხაზების ჩამოსახლებას სკეპტი­კურად უყურებენ ადგილობრივი სომხები, განსაკუთრებით - გაგრელები.
ვარვარა აბრამიანი, გაგრელი სომეხი: "ჩვენმა ხალხმა აქ რუსეთიდან და სომხეთიდან შემოიტანა ინვესტიციები, აქაურები დაასაქმეს და შიმშილს გადაარჩინეს... თავდაპირველად მადლიერები იყვნენ, ახლა კი გვეუბნებიან, ყველგან თქვენ ხართო და სურთ სირიელებისა და იორდანიელების შემოსახლება. არ უნდათ, რომ ჩვენ მოვძლიერდეთ, არადა, ჩვენ შორის დიდი მენტალური განსხვავებაა... ისინი აფხაზები არიან და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სრული უფლება აქვთო, ამბობენ. ჩვენც გვაქვს აქ სრულფასოვნად და მშვიდად ცხოვრების უფლება, ამ ქვეყნის შვილები ვართ და მისი დამოუკიდებლობისთვის სისხლი დავღვარეთ...

ამ პროცესებისადმი სკეპტიკურად განწყობილია აფხაზი მოსახლეობის ნაწილიც.

ლილი ჯოლოგუა, სოხუმის მკვიდრი: "ახლა სირიაში ომია. იქაურები ყველგან ეძებენ თავშესაფარს. კარგად ხედავთ, რა ხდება ევროპის ქვეყნებში და მათი ჩასვლით გამოწვეული შედეგებიც მოგეხსენებათ... აფხაზეთს რუსეთი უხდის ხელფასებს და ყველა პროექტს ის ახორციელებს. ჩვენ არაფრის თავი არ გვაქვს და არც ის მჯერა, რომ ერთობლივ სახელმწიფოს ავაშენებთ. არ მინდა სირიელები ჩემს ქვეყანაში. მათ გაკონტროლებას ევროპის აწყობილი სამართლებრივი სისტემაც ვერ ახერხებს, აფხაზეთს კი კრიმინალი და დანაშაული ისედაც არ აკლია".

მაგრამ ბესლან დბარი მოსახლეობას ამშვიდებს: "ჩვენ უკვე გვყავს მუჰაჯირების შთამომავალი წარმატებული სირიელი თუ თურქი სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო სტიპენდიას იღებენ. ასეთი­ 30-მდე ახალგაზრდაა, ისინი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ და ეს სხვებისთვისაც კარგი სტიმული იქნება... სადაც უნდა იყოს ჩვენი დიასპორა - ეს იქნება­ სირია,­ თურქეთი, იორდანია თუ გერმანია, ყველგან მიიღებენ აფხაზეთის­ მოწვევას... ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების საშუალება­ მიეცემა ყველა იმ ადამიანს, ვისი წინაპარიც აფხაზეთის მიწა-წყალს მოსწყვიტეს. ეს პროცესი 1993 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბევრი ადამიანი დაბრუნდა თურქეთიდან და სირიიდან, რაც ძალიან საამაყოა. ახლა ახალ ეტაპს ვიწყებთ და როგორც ჩანს, ამისთვის საზოგადოების მომზადება მოგვიწევს".

ლალი პაპასკირი


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით