რას ამბობს მამუკა ბახტაძე ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს მამუკა ბახტაძე ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე?

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შესაბამის შეკითხვას.

"როგორც იურისტები მიხსნიან, თარიღის გადაწევა მოხდა იმ მიზეზით, რომ ამ პროცესში მთავრობა არ ფუნქციონირებდა და მთავრობის პირველივე სხდომაზე მოხდება დოკუმენტის გატანა, ხელის მოწერა და იმ პროცედურების გატარება, რაც საჭიროა. რაც შეეხება კონსულტაციებს, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რომ ამ სიას კონკრეტული ძალა მიეცეს", - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია 15 ივნისამდე უნდა ყოფილიყო მიღებული.

"ინტერპრესნიუსი"