"ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა "ბასიანით" არ დაწყებულა - როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება, დახურული სივრცეები არ იარსებებს" - კვირის პალიტრა

"ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა "ბასიანით" არ დაწყებულა - როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება, დახურული სივრცეები არ იარსებებს"

როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება, შს სამინისტროსთვის დახურული სივრცეები არ იარსებებს - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ყველა სახის ნარკოტიკთან ბრძოლა იყოს ეფექტური, - აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

გახარიას ინფორმაციით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ამოღებულია 13 კგ ჰეროინი, 7-ათასი აბი მეტადონი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა "ბასიანით" არ დაწყებულა და "ბასიანით" არც დამთავრდება. შს სამინისტროსთვის არ იარსებებს დახურული სივრცეები, როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახის ნარკოტიკთან ბრძოლა იყოს ეფექტური. ნარკოტრაფიკი და ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ტრანსსასაზღვრო პრობლემა, ამიტომ საერთაშორისო პარტნიორები ბევრს გვეხმარებიან ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტთან, განსაკუთრებით ახალი ნარკოტიკების გამოჩენის ნაწილში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"