ფინანსთა მინისტრად აშშ-ში მოღვაწე ქართველს ნიშნავენ?! - კვირის პალიტრა

ფინანსთა მინისტრად აშშ-ში მოღვაწე ქართველს ნიშნავენ?!

საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების საკითხზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ქართული პოლიტიკისთვის სრულიად ახალი სახე ჩაიბარებს.

როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, ფინანსთა მინისტრის პოსტზე შერჩეული პირი წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანობს და საქართველოში სწორედ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად ბრუნდება.

აშშ-ში მცხოვრები პირის ვინაობას, რომელსაც ბახტაძე საკუთარ კაბინეტში ფინანსთა მინისტრობას სთავაზობს, მმართველ გუნდში ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ.

როგორც ცნობილია, მამუკა ბახტაძე საკუთარი გუნდის პარლამენტისთვის წარდგენას 2-3 კვირის ვადაში აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისე როგორც მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.