"მარ­გველაშვილ-კვირი­კაშ­ვილ-უსუფაშვილის ტრიოს ერთად ხილვაც წარმომიდგენია და ერთად შრომაც"
"მარ­გველაშვილ-კვირი­კაშ­ვილ-უსუფაშვილის ტრიოს ერთად ხილვაც წარმომიდგენია და ერთად შრომაც"
რა გახდა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის­ რეალური მიზეზი, რას გულისხმობს "მცირე მთავრობის" კონცეფცია და როგორი­ იქნება პოლიტიკაში გამოუცდელი მამუკა­ ბახტაძის კურსი, "კვირის პალიტრასთან" პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით­ უსუფაშვილი­ საუბრობს:

- ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები მმართველ გუნდში არსებული ქაოსის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ახალი პრემიერი არ იყო მზად ახალი მინისტრებისა და პროგრამის წარმოსადგენად და ამიტომ სტრუქტურული ცვლილებების აუცი­ლებლობის მომიზეზებითა და დროებითი მთავრობის შექმნით, რამდენიმე კვირა მიიღო ამ საკითხების გადასაწყვეტად. მოვლენათა ამგვარი
განვითარება დიდწილად განაპირობა ორმა ფაქტორმა: კვირიკაშვილის წასვლის ფორმამ და საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობის ფონმა. მაგალითად, კვირიკაშვილი გასული წლის დეკემბერში მშვიდ გარემოში, ღარიბაშვილის მსგავსად რომ წასულიყო (გავაკეთე რაც შემეძლო და ახლა სხვამ გააგრძელოსო), მაშინ ახალი პრემიერიც მთავრობაში კოსმეტიკური ცვლილებების გზით მშვი
დად შეუდგებოდა საქმეს.
დღეს კვირიკაშვილის მიერ კარის გაჯახუნების და საზოგადოებაში არსებული საპროტესტო ტალღების გამო, მმართველი გუნდი იძულებულია ფუნდამე­ნტურ განახლებაზე ილაპარაკოს. სწორედ ამ ლაპარაკის საქმით შევსებისთვის აიღეს­ პაუზა და ახლა მიდის გამალებული მუშ­აობა რამე ჭკვიანურის მოსაფიქრებლად.

- ახალი პრემიერი სამინისტროების შემცირებას აანონსებს და 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას გვპირდება. რამდენად რეალურია ხარჯების შემცირებაზე საუბარი, როდესაც კადრების შემცირება არ იგეგმება?
- რომელ 120 მილიონსა და ბიუჯეტის რომელ პუნქტებზეა ლაპარაკი?
ხსენებული სამი სამინისტრო სულ რომ გაუქმდეს, ამ გზით მაქსიმუმ 15 მილიონი ლარი შეიძლება გამოთავისუფლდეს - ის, რაც მათი ადმი­ნისტრაციული ხარჯებისთვის არის ბიუჯეტში გათვალისწინებული.

ამასობაში, გვეუბნებიან, რომ რომელიმე სამინ­ისტრო კი არ უქმდება, მისი ფუნქციები და მოხელეები მთლიანად გადანაწილდებიან სხვა სამინისტროებზე. აბა, საიდან დაიზოგება 120 მილიონი ლარი? სხვათა შორის, ყველა 14 სამინისტროს, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატების ერთობლივი­ ადმინისტრაციული ხარჯი 120 მილიონამდე აღწევს და რამე ექსტრაორდინარულს ხომ არ ფიქრობს ვინმე?..­ ამ საკით­ხში საუკეთესო ინდიკატორია შარშანდელი ცვლილებები. გვითხრან, რამდენია ეკონომია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ და შესაძლოა ახალი გეგმებისაც ირწმუნოს ვინმემ.

სამწუხარო ტრადიციაა დამკვიდრებული საქართველოში, ყოველი სახელისუფლებო ცვლილება ან ასეთი ცვლილებისთვის მზადება სამინისტროების გადალაგება-გადმოლაგებით იწყება. 1990 წლიდან მოყოლებული, 30-მდე ასეთი პროცესის მომსწრე ვარ. ეს უმეტეს შემთხვევაში იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო საქმეებს შეჭიდებული ლიდერები ამ მარტივი ხერხით ცდილობენ საკუთარი სახელმწიფოებრივი მჭვრეტელობის დემონსტრირებას. ასე იყო გასული წლის მიწურულსაც, როდესაც ჯერ ცვლილებები დაანონსდა და მერე დაიწყეს ცვლილებების ავკარგიანობაზე უკიდურესად ზედაპირული მსჯელობა. ახლაც მხოლოდ ზოგადი ფრაზები გვესმის - ოპტიმიზაცია, ეკონომია, მცირე მთავრობა... ბოლო 8 თვის განმავლობაში უკვე მეორეჯერ დგება დღის წესრიგში საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია. "ქართული ოცნების" ყველა წარმომადგენელი, ვინც დღეს ამ საკითხებზე ლაპარაკობს, იყო წინა სტრუქტურული ცვლილებების შემოქმედი, მხარდამჭერი და ყველა ოპონენტის გამქილიკებელი.

რა ხდება?­ ერთ კვირიკაშვილს ჰყავდა ყველა ეს ადამიანი მონუსხული და დაშანტაჟებული, თუ ახლაც ისევე ბრმად მიჰყვებიან "ახალ კურსს", როგორც 8 თვის წინ?


"შენების მოძრაობა" ჯერ კიდევ წინა წლის დეკემბერში პრემიერ კვირიკაშვილის მიერ შემოთავაზებული სამთავრობო ცვლილებებისას მიუთითებდა ორ შეცდომაზე, რასაც ამ საკითხზე მსჯელობისას ხელისუფლება­ უშვებდა და უშვებს ამჟამადაც:
1. მთავრ­ობის ზომის შემცირება, მისი ეფექტიანობა­ და მოქნილობა განისაზღვრება არა მთავ­რობის წევრების რაოდენობით, არამედ სამინისტროების და მათზე დაქვემდებარებული უწყებების მართებული ფუნქციონალური დალაგებით. მხოლოდ ცენტრალური­ აპარატების შერწყმით არც ადმინისტრაც­იული ხარჯები მცირდება (იხ. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანების კონკრეტული­ პრეცედენტი) და ვერც მოუქნელი საბჭოთა სამინისტროების სისტემას ვაღწევთ თავს;

2. სამინისტროების საქმიანობის დაახლოებით 80% ოპერატიულ-რუტინულ-სამეურნეოა და 20%-ია სტრატეგიულ-პოლიტიკური, უპირველეს ყოვლისა, ეს ეკონომიკურ ბლოკს ეხება, არადა, ეს პირიქით უნდა იყოს.
ჩვენ შარშან კონკრეტული არგუმენტებით­ დასაბუთებული წინადადებებიც მივაწოდეთ მთავრობასა და საზოგადოებას. მაგალითად, ვასაბუთებდით სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების მიზანშეწონილობას და გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების მიზანშეუწონლობას - გააკეთეს პირიქით.

- პრემიერი ორ პრიორიტეტს გამოყოფს: განათლების სფერო და ეკონომიკის გაჯანსაღება. თუმცა აქცენტს არ აკეთებს მართლმ­სა­ჯულებაში გამოვლენილ ხარვეზებზე. თუ წულუკიანი პოსტს შეინარჩუნებს, ეს ნიშნავს, რომ პრემიერსაც მოუწევს სისტემურ პრობლემებზე პასუხისმგებლობის გაზიარება?

- ძალიან მინდა, რომ პრემიერმა ბახტაძემ შეძლოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება. ძალიან არ მინდა, რომ მორიგ ჯერზე მორიგი ხისტი სახელისუფლებო ცვლილება მოხდეს 2020-ში თუ მანამდე, რაც ქვეყანას კიდევ ერთხელ დააკარგვინებს განვითარების ტემპს. ძალიან მინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ­ "ქართული ოცნება" იყოს მმართველი კოალიციური უმრავლესობის ერთ-ერთი შესაძლო პარტნიორი და ქვეყანა საბოლოოდ დაადგეს ცივილიზებული სახელმწიფოებრიობის გზას. მაგრამ უნდათ ეს ყველაფერი თავად "ოცნების" ლიდერებს? გააზრებული აქვს ეს ყველაფერი ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ასე უყოყმანოდ მოჰკიდა­ ხელი მმართველი პარტიის, მთავრობისა და ქვეყნის ლიდერობას? ძალიან მინდა, რომ უკვე ასე იყოს და თუ ჯერ ასე არ არის, მალე ასე გახდეს. მაშინ ყველაფერი დალაგდება და პრემიერიც დაინახავს, რომ მართვის სისტემის გასწორებამდე ყველა ახალი რეფორმა, მათ შორის განათლებასა თუ ეკონომიკაში, მარცხისთვის არის განწირული. დაინახავს, რომ მართვის სისტემის გასწორებას პირველ რიგში სჭირდება კანონის უზენაესობა და კონსტიტუციური­ წესრიგი.­ დაინახავს,­ რომ კონსტიტუციურ წესრიგს სჭირდება სასამართლოს სრული და არა შერჩევითი დამოუკიდებლობა. დაინახავს, რომ კანონის უზენაესობას სჭირდება პროკურატურის ბოლომდე და არა ნაწილობრივი გათავისუფლება პოლიტიკური მიზანშეწონილობის დოქტრინისგან. დაინახავს, რომ თეთრი ძაფით (ხშირად წითლითაც) ნაკერი საქმეების გამო დღევანდელი პროტესტი ახლოსაც ვერ მოვა იმ კოშმართან, რაც ხელისუფლებას ელის მათი მიფუჩეჩების შემთხვევაში. თუ ამ ყველაფერს ახალი პრემიერი არ ან ვერ დაინახავს, მაშინ ბიძინა ივანიშვილს შემდეგი სვლა აღარ დარჩება.

- თქვენი აზრით, რა ნიშნით გადააყენა პრემიერის თანამდებობიდან "ქართულმა ოცნებამ" გიორგი კვირიკაშვილი და შეარჩია პოლიტიკაში გამოუცდელი მამუკა ბახტაძე?

- გარკვეული გაგებით, ბახტაძის დანიშვნით ივანიშვილი, კვირიკაშვილის გავლით, ღარიბაშვილს დაუბრუნდა. კვირიკ­აშვილს ჰქონდა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი საჯარო-პოლიტიკური ბიოგრაფია, რაც არ ჰქონდა არც მის წინამორბედს და არც მის შემცვლელს. როგორც ჩანს, კვირიკაშვილის ამ განმასხვავებელმა ასპექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ივანიშვილის მეორედ მოსვლის მომწიფებაში და იგი ახლა ცდილობს თავიდან აიცილოს მესამედ მოსვლის საჭიროება, რაც, ალბათ, მასაც კი თითქმის შეუძლებლად ეჩვენება.

ფაქტია, რომ საგარეო ასპარეზზე ახალ პრემიერს და ახალ მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. არა მგონია, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და სხვა ლიდე­რები თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ ვაშინგტონში ან ბრიუსელში საქართველოსთვის დღეს არავის სცალია. მეტიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს დიპლომატიური კორპუსი სრულადაა მობილიზებული, რათა ჩვენი პარტნიორები დაამშვიდონ და ქვეყნის კურსის უცვლელობაში დაარწმუნონ. თუმცა ამ ამოცანას დიპკორპუსი ვერ გასწვდება, ეს მთავრობის ქმედებებით მიიღწევა.

- ითქვა, რომ თქვენ და გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა მალე გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ ალიანსში აღმოჩნდეთ.

- სამწუხაროდ, მარ­გველაშვილ-კვირი­კაშ­ვილ-უსუფაშვილის ტრიო ლიტერატურულად გაცილებით უკეთ ირითმება, ვიდრე­ პოლიტიკურად... თითქმის ერთი წელი ჩვენ სამი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა გვეკავა, მაგრამ მიზეზთა გამო სამჯერაც ვერ მოვახერხეთ საქვეყნო საქმეებზე სერიოზულად მსჯელობა. ორი წლის წინ კვირიკაშვილთან საჯაროდ გამოცხადებული სტრატეგიული პარტნიორობაც ერთ კვირაში არასაჯაროდ მიიცვალა.

წვრილმანებს და პერსონალურ ვნებებს შეეწირა­ უამრავი დრო და უამრავი ადამიანის უნიკალური რესურსი. არასწორ სისტემაში სწორი ადამიანები ვმრუდდებით. მე მივიღე ჩემი წილი ოპოზიციურ-სახელისუფლებო გაკვეთილები და აღარ ვაპირებ არასწორ სისტემაში თუნდაც სწორ ადამიანებთან ერთად საქმიანობას. აი, სწორ სისტემაში კი გამრუდებულებსაც კი გვაქვს გასწორების შანსი. ჩემი გადმოსახედიდან, ამ სწორ სისტემას 30-წლიან სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ გამოცდილებაზე და 30-წლიანთა ლიდერობაზე დაფუძნებული ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ჰქვია. თუ ამ საქმეში წვლილის შეტანა იქნება გამაერთიანებელი მიზანი და არა ვინმეთი საერთო იმედგაცრუება, პერსონალური ემოციები თუ პოლიტიკური რევანში, მაშინ ხსენებული ტრიოს ერთად ხილვაც წარმომიდგენია და ერთად შრომაც.

- საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი უკვე აცხადებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობის შესახებ. როგორც დავით ჭიჭინაძე ამბობს, პარლამენტი წინა ხელისუფლების მემკვიდრეებისგან, რომლებიც ამჯერად" "ოცნებას" წარმოადგენენ, უნდა გათავისუფლდეს. რამდენად მოსალოდნელია ოქტომბერში ამომრჩეველს ერთდროულად მოუწიოს პრეზიდენტისა და ახალი პარლამენტის არჩევამ?

- რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად თითქმის გამოვრიცხავ. ეს შეუძლებელი ჩანს პოლიტიკურადაც და ტექნიკურადაც. "ოცნებას" ამხელა რისკზე წასვლა დღეს არ შეუძლია, მით უმეტეს, როდესაც აქვს "პოლიტიკური უსაფრთხოების ბალიში" 115-წევრიანი საპარლამენტო უმრავლესობის სახით.

რაც შეეხება თავად პარტიის მომავალს, ეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეულ გზაზე. თუმცა მისმა შეცდომებმა მისივე არჩევანის თავისუფლება მკვეთრად შეზღუდა -
თუ 2013-ში მას შეეძლო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ველზე ენავარდა, 2018-ში მას უკვე ვიწრო და სახიფათო მოსახვევებშიც უწევს გავლა.

რუსუდან შელია

ნინო
30 ივნისი 2018 16:24
მოვიდეს ერთი მთავრობა რომელიც იქნება ხალხისთვის ესენი ყველა არის ჯიბისთვის ფიქრობენ მხოლოდ თავიაანთი კეთილდღეობისთვის
არ გეწყინოთ.
29 ივნისი 2018 23:30
თავის დროზე ზარ-ზეიმით მოსული ტრიო. მაგარ ხალხზე დგას საქართველო.
ალექს
28 ივნისი 2018 15:01
aleqs-s :

დიახ, ვემუქრებით ვინც დროც მოჭამა და ქვეყანაც და იგივეს აპირებენ ,გადავუვლით როგორც მშიერი ბიზონების ჯოგი,აბა არჩევნებს აყალბებენ !?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები