"თეა წულუკიანი სკამის შესანარჩუნებლად ბევრ რამეზეა წამსვლელი"
25-06-2018
"თეა წულუკიანი სკამის შესანარჩუნებლად ბევრ რამეზეა წამსვლელი"
საქართველოს ახლა დროებითი მთავრ­ობა მართავს - სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები ორ-სამ კვირაში საბოლოოდ დასრულდება. დაანონსებულ ცვლილებებს "კვირის პალიტრასთან" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აფასებს:

- განვითარებულ სახელმწიფოებში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია. სასჯელი სასამართლო გადაწყვეტილების ორგანულ ნაწილად ითვლება, ამიტომ ლოგ­იკ­ურია ამ ორი მიმართულების ერთობლივად მართვაზე საუბარი. "ნაცმოძრ­აობის" დროს ათასობით მსჯავრდადებულის­ მარ­თვისთვის იუსტიციის სამინისტროსგან­ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკე სამ­ინისტროდ გამოყოფა აუცილებელი გახდა.

ვფიქრობ, გამსხვილებული ფუნქციების მქონე იუსტიციის სამინისტროს იდეა კარგია, თუმცა, თუ თეა წულუკ­იანი
დარჩება მის ხელმძღვანელად, კრიზისი ციხეებშიც დაიწყება, რაც უფრო კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანს.

როგორც ჩანს, თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას, თუმცა უნდა თუ არა ამ ტვირთის ზიდვა მამუკა ბახტაძეს, ეს მალე გამოჩნდება.

- პრემიერი აქცენტს მართლმსაჯულებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე არ აკეთებს. ფიქრობთ, ეს წულუკიანისგან მოსალოდნელი
შანტაჟის შედეგია?

- დროებითი მთავრობის დამტკიცება,­ რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,­ ვფიქრობ, თეა წულუკიანთან ჭიდაობის შედეგია - "ქართულ ოცნებაში" არსებული კლანური დაპირისპირება მამუკა ბახტაძეს არ აძლევს შესაძლებლობას, მთავრობა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტოს. არც წულუკიანის შანტაჟს გამოვრიცხავ, ის სკამის შესანარჩუნებლად ბევრ რამეზეა წამსვლელი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოების კრი­ჭაში ჩადგომა და ძალაუფლების დემონსტრ­ირება სჩვევია - არ უნდათ აღიარონ, რომ წულუკიანი მათი შეცდომაა და სამოქალაქო მოთხოვნის საფუძველზე გადააყენონ, ამიტომ სხვა გზებს ეძებენ. გაოცებული ვარ მმართველი გუნდის შედარებით გონიერი წარმომადგენლების განცხადებებით, რომლებიც ამტკიცებენ, ქვეყანაში კრიზისი არ გვაქვს და სამთავრობო ცვლილებები სულ სხვა მიზეზით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვითაა გამოწვეულიო. როდესაც გადაჯგუფების ეს პროცესი ჩაივლის, დავრწმუნდებით, რომ სტრუქტურ­ული ცვლილებების შედეგი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა ამჯერადაც არ იქნება.

- პრემიერი 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას გვპირდება მაშინ, როდესაც უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი საჯარო უწყებებში არც კადრების შემცირებას გეგმავს და არც სახელფასო პოლიტიკის გადახედვას.
- სამინისტროების რაოდენობის შემცირება მისასალმებელია - ისეთ წარმატ­ებულ სახელმწიფოს, როგორიც შვეიცარიაა,­ შვიდი მინისტრი ჰყავს, უზარმაზარი რესურსების მართვას ახერხებენ და რა გახდა­ საქართველო, რომელიც ფართობითა და მოსახლეობის რაოდენობითაც ბევრი წარმატებული ქვეყნის საშუალო ქალაქის სიდიდისაა? ანალოგიური სიდიდის ქალაქებს მერები და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ და ყველა პრობლემის მოგვარებას ახერხებენ, დასუფთავებით დაწყებული, უსაფრთხოების უზრუნველყოფით დამთავრებული, ჩვენ კი 30 წელია მინისტრებს ვცვლით.

სანამ ერთ პირს შეუძლია ნებისმი­ე­რი თანამდებობის პირის ერთ დღეში გადაყენება, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვექნება და სტრუქტ­უ­რულ ცვლილებებზე საუბარიც წინასაარჩევნო ტრიუკის ნაწილი იქნება.

რუსუდან შელია
Georgia
27 ივნისი 2018 10:55
წესრიგშია მოსაყვანი მთავრობა, ჩვენ გვჭირდება ნაღდი ხალხი, პროფესიონალები.
მარი
26 ივნისი 2018 17:04
თეა წულუკიანზე ეფექტური მინისტრი არ ც ჰყოლია ამ ხელისუფლებას !!! არაფრის მქნელებზე კი არ ამოიღბენ ხმახ, მაგალითად ციხელაშვილზე!
კაკო
26 ივნისი 2018 16:53
კახიშვილი დიდებული იურისტია და პატიოსანი პიროვნებაა. სადაც გინდა დაინიშნოს თავს გაართმევს მინდობილ საქმეს. პირადად მე ვთვლი,რომ თუ გვინდა გამოძიება ფეხზე დადგეს იგი გენ.პროკურორად უნდა დაინიშნოს!

რედაქტორის რჩევით