"თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს" - კვირის პალიტრა

"თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ასე უპასუხა ჭიჭინაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იქნება თუ არა უპრიანი, რომ წულუკიანმა თანამდებობა დატოვოს.

"დიახ, უნდა დატოვოს, ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის პოზიცია ასეთია", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს არაერთხელ. დღეს უკვე პრემიერის გადასაწყვეტია.

მე ვფიქრობ, რომ თუკი "ქართულ ოცნებას" აქვს შეცდომები, გარედან უფრო კარგად ხედავს ეგ ქალბატონი და როცა დაკავებული თანამდებობიდან თავისუფალი იქნება, კრიტიკის მეტი საშუალება ექნება", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ინტერპრესნიუსი"