"ქართულ სპეცსამსახურებს მეტი მობილიზება მართებთ"
02-07-2018
"ქართულ სპეცსამსახურებს მეტი მობილიზება მართებთ"
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იქ, სადაც გასული წლის 22 ნოემბერს მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატ­არდა, ცხოვრება ჩვეულ რიტმს მალევე დაუბრუნდა, თუმცა სპეცოპერაციისას მიღებული სტრესი­ და შიში საზოგადო­ებას კიდევ დიდხანს გაჰყვება. რვა თვის შემდეგ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ტერორისტული­ დაჯგუფებები თავისუფლად გადაად­გილდებოდნენ.­ იქცა თუ არა საქართველო საერთაშორისო­ ტერორიზმის სამიზნედ, რა გაკვეთილი­ მიიღო სახელმწიფომ და რამდენად მზად არიან ძალოვანი სტრუქტურები ტერორიზმთან გასამკლ­ავებლად მაშინ, როდესაც მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე მზარდია, ამ საკითხებზე ექსპერტებს ვესაუბრებით:

ბადრი
ნაჭყებია:
- დღევანდელი გადასახედიდან­ ჩანს, რომ საქართველო ტერორი­სტებისგან დაცული არასოდეს­ ყო­ფილა: შევარდნაძეს სამჯერ მოუწყვეს ტერაქტი, არაერთხელ გაიტაცეს ადამიანები, გავიხსენოთ­ გორის ტერაქტიც, რომელშიც უცხო ქვეყნის კვალი იკვეთებოდა...­ ასეთი მაგალითი ბევრი გვაქვს, პრევენციული ღონისძიებები კი ძალიან მცირე. საქართველო
რომ ტერორისტებისთვის საინტერესო ლოკაციად იქცა, არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრანზიტული ქვეყანა ვართ და მეზობელი მუსლიმანური­ სახელმწიფოებისთვის დერეფანი გვაქვს გახსნილი, ჩრდილოეთით კი გვესაზღვრება რუსეთი, სა­დაც ტერორისტული ჯგუფები დიდი ხანია აქტიურობენ. არავინ იცის, როდის ამოქმედდებიან. გვესაზღვრება თურქეთიც, რომელიც, თავის მხრივ, სირიისა და ერაყის მეზობელია, სირიასა და ერაყში კი ყოველთვის მძლავრი ტერორისტული ორგანიზაციები იქმნებოდა. რა თქმა უნდა, ჩატაევთან დაკავშირებული­ ამბები მწარე გაკვეთილია ხელისუფლებისთვის, მაგრამ მხოლოდ ამის გაცნობიერება არ არის საკმარისი - გასაძლიერებელია საზღვრის კონტროლი და სპეცსამსახურების მომზადების დონეც.

- აქვს კი დღეს სათანადო ტე­ქნიკური და საკადრო რესურსი­ საქა­რთველოს,­ საფრთხეები გააანალიზოს და გათვლები გააკეთოს?
- დიახ, ჩვენი ბიუჯეტი მწირია­ ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად და საკადრო პრობლემებიც გვაქვს, ამიტომ დახმარება­ და­­სავლელ პარტნიორებს უნდა ვთხოვოთ. მართალია, ძალოვან სტრუქტურებს ბევრი აკრიტიკებს,­ თუნ­დაც­ იმის გამო, თუ როგორ გადმო­კვეთეს საზღვარი საერთა­შ­ო­­­რისო ტერორისტებმა, თუმცა უშუალოდ სპეცოპერაციაზე მათ ბევრ საყვედურს ვერ ვეტყვი.­ სპეც­ოპერაციის მიზანი მოსახლეობის დაცვაა, რაც 100%-ით შესრუ­ლდა. ტრაგედიაა სპეცრაზმელის დაღუპვა, მაგრამ მან გმირულად გაწირა თავი ქვეყნის კეთილდღეობის­თვის. სხვა მხრივ, მოუმზადებლები აღმოვჩნდით და რა გაკეთდა შემდგომ, არ ჩანს. მაგალითად,­ საფრანგეთში ტერა­ქტის შემდეგ,­ ევროპის ერთ-ერთი­ უმდიდრესი სახელმწიფოს სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს, რომ შესაბამის დეპარტამენტში­ არაბულენოვანი თარჯიმნები საკმარისად არ ჰყავდათ. იმავე ვითა­რებაში აღმოჩნდნენ­ ბელგიელი სამართალდამცავებიც.

ეს ელემენტარული საკითხია, რაც ტერორისტებს შორის საუბრების­ გასაფილტრად თუ მათი კომუნი­კა­ციის შესახებ ინფორმაციის მისაღებადაა აუცილებელი. გვყავს კი ჩვენ არაბულენოვანი თარჯიმნები, რომლებიც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების თუნდაც დიალოგებს შეი­ს­წავლიან?

არა მგონია. ამიტომ მეტი კომუ­ნიკაციაა­ აუცილებელი­ დასავლეთის სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან, ასევე­ ჩინეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებთ­ანაც კი. როგორც ვიცი, ქართველი სპეცსამსახურები მჭიდ­როდ თანამშრომლობენ თურქ კოლეგებთან, ასევე ისრაელის სპეცსამსახურებთან, თუმცა ამ კავშირის კიდევ უფრო გაღრმავებაა აუცილებელი.

- რას გულისხმობთ მჭიდრო თანამშრომლობაში?
- უპირველესად, კადრების გაცვლასა და ჩვენი სპეცსამსახურ­ების გადამზადებას, გამოცდილების გაზიარებას ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა "მოსადი",­ "ლაკამი" თუ "ბერტი".

- 22 ნოემბრის სპეცოპერაციის­ შემდეგ, ტერორიზმის საფრთხე საქართველოში განეიტრალებულია თუ პირიქით, უფრო გაიზარდა?
- პირდაპირ გეტყვით - ტერორისტული აქტების მოლოდინში უნდა ვიცხოვროთ. საქართველოში თუ არა, მის შემოგარენში მაინც ეს ალბათობა იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ისევ სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ მუსლიმან ძმებთან. საქართველო მუსლიმანური ქვეყნების მეგობარი სახელმწიფოა და ამ დამოკიდებულებას ალტერნატივა არ გააჩნია.
მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - სპეცოპერაცია საქართველოში "აბრეშუმის გზის"ფორუმს" დაემ­თხვა, როდესაც ქვეყანას არაერთი საერთაშორისო დონის ლიდ­ერი სტუმრობდა. თავიდანვე ვივარა­უდე, რომ ტერორისტების სამიზნეც ისინი იყვნენ, ჩატაევის ჩანაწერის შემდეგ კი ვარაუდი გამა­რთლდა. მართალია, საფრთხე ავიცილეთ, თუმცა მსგავსი­ შეტევები საქართველოს რეალობის ნაწილად უნდა განვიხილოთ - დღეს უკვე საერთაშორისო ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინაშე ვართ. ჩატაევის საუბრის ჩანაწერიდან ჩანს, რომ ტერაქტი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არ მზადდებოდა, ტერორისტებმა იციან, რომ მსოფლიო­ იმდენად შეეჩვია ტერო­რისტულ აქტებს, რომ ქართველი მოსახ­ლეობის წინააღმდეგ ტერაქტი საერთაშორისო რეზონანსს ვერ გამოიწვევდა, ამიტომაც გათვლა აშშ-ის საელჩოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაკეთდა. ამერიკის საელჩო და დასავლელი პარტნიორების წარმომადგენლები დღესაც მუშაობენ საქართველოში, ამიტომ მათზე თავდასხმის საფრთხე ისევ დიდია. ჩვენს სპეცსამსახურებს უფრო მეტი მობილიზება მართებთ, ვიდრე სპეცოპერაციამდე იყვნენ.

- რამდენად შესაძლებელია გათვლა, ჩატაევის თანამოაზრეები თუ სხვა ჯგუფები­ ისევ შეეცდებიან­ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმას და არიან თუ არა მზად სამართალდამცავი სტრუქტურები ამის პრევენციისთვის?
- ტერორისტები ნებისმიერი ჩავარდნილი ოპერაციის შემდეგ ტაქტიკურად გადაწყობას იწყებენ და აანალიზებენ წინააღმდეგობას,­ რომელიც სახელმწიფომ გაუწია. ასე რომ, 22 ნოემბრის სპეცოპერ­აცია ტერორისტებისთვისაც გაკვ­ეთილი აღმოჩნდა.

ახლა მთავარი­ ტერორ­ისტების შეცვლილი ტაქ­ტიკის გათვლა და ოპერატიულ ინფორმაციაზე მეტი მუშაობაა, რასაც მხოლოდ ჩვენ ვერ გავ­უმკ­ლავდებით­ - პარტნიორებთან­ მუშაობაა საჭირო. მხოლოდ აგენტურის გაძლიერებას არ ვგულ­ისხმობ, სწორი ანალიზი და მუდმივი მზადყოფნაა აუცილებელი. ეს უკვე დიდი ხანია იციან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა საქართველოში. დააკვირდით, ზოგიერთმა საელჩომ როგორ გააძლ­იერა უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით კი კრწანისის რაიონში. მაგალითად, საფრანგეთის საელჩო ადრე გოგებაშვილის ქუჩაზე იყო და უფრო გაფანტულ შენობებში ფუნქციონირებდა, მიხვდნენ, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გაიზარდა და ამიტომაც ბევრად კონსოლიდირებულ შენობებში, კრწანისის რაიონში განთავსდნენ, თანაც უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით.

დროა, პარტნიორების გათვლები ჩვენც გამოვიყენოთ და ობიექტებზე, სადაც ტერორისტების თავდასხმის დიდი რისკია, ადეკვატურად ვიმოქმედოთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები