ვინ შეცვლის მიხეილ ჩხენკელს და ვინ დაიკავებს ეკონომიკის მინისტრის პოსტს?
ვინ შეცვლის მიხეილ ჩხენკელს და ვინ დაიკავებს ეკონომიკის მინისტრის პოსტს?
არაოფიციალური ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება. როგორც საპარლამენტო კულუარებში საუბრობენ, განათლების უწყებას, რომლის ფარგლებშიც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროც გაერთიანდა, ბიზნესის და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩხენკელმა შესაძლოა, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლოს.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, გიორგი ქობულია დაიკავებს, რომელიც რუსეთში, კერძო სექტორში საქმიანობს. ფინანსთა მინისტრის პორტფელი კი შესაძლოა, „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ჩაიბაროს.

მინისტრთა
კაბინეტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შემაჯამებელი კონსულტაციის გავლას ხვალ გეგმავს.

იხილეთ ასევე: სამთავრობო ცვლილებებში "გაჭედილი" "ქართული ოცნება" - ვინ რჩება, ვის უშვებენ და ვის ეპატიჟებიან?!

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები