რას ამბობს პრემიერი ხადაში მოხდარ საზარელ მკვლელობაზე?
რას ამბობს პრემიერი ხადაში მოხდარ საზარელ მკვლელობაზე?
რას ამბობს პრემიერი ხადაში მოხდარ საზარელ მკვლელობაზე

დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

ბახტაძემ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

პრემიერმა მწუხარება გამოხატა ამ შემზარავი ფაქტის გამო და სმიტების ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით
არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.

ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.

მალხაზ კობაურს დღეს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები