"ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში - პირველი, სადაც მივიღებთ არაფერს"
"ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში - პირველი, სადაც მივიღებთ არაფერს"
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, "წლევანდელი სამიტი, ალბათ, ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში“.

"პირველი სამიტია, სადაც მივიღებთ არაფერს. ზოგადად, ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან 2008 წლის მერე მარტივ ლოგიკას ექვემდებარებოდა. ყოველი სამიტის წინ საქართველო ცდილობდა, რაღაც მიეღო პოლიტიკურად, ნატო ვერ გვაძლევდა და სამაგიეროდ ვიღებდით რაღაცას პრაქტიკულად: ახალ პაკეტს, საწვრთნელ ცენტრს და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნული გვეხმარებოდა, გაგვეღრმავებინა ნატო-სთან თანამშრომლობა და თავსებადობა. ამ სამიტზე საჩუქრად მოგვცეს არა ახალი ცენტრი
ან პაკეტი, არამედ შეხვედრა უკრაინასთან დაწყვილებით - ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენზე ბევრად ცუდად აქვს საქმე, რადგან მას ღიად ბლოკავს უნგრეთი და ამ ეტაპზე პროგრესის თეორიული შანსიც არ აქვს", - აცხადებს ხარშილაძე.

"არ არის საკმარისი მარტო საელჩოების მუშაობა ბრიუსელში
და ვაშინგტონში, სამუშაოა ევროპის დედაქალაქებში, თან ძალიან აქტიურად და უმაღლეს დონეზე. მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, ქართული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია ამაყად გაუთანასწორდა ქართულ ფეხბურთს თავისი წარმატებებით საერთაშორისო არენაზე", - აცხადებს ხარშილაძე.

"ინტერპრესნიუსი"
გიორგი
13 ივლისი 2018 12:11
მანამდე ხომ ყველაფერი გვქონდა.
evrojorjia
13 ივლისი 2018 08:54
მართალია ეს კაცი, ბიძინამ ეს ქვეყანა ჰარამხანას დაამგვანა და საერთაშორისო არენაზე უკან-უკან მივდივართ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები