ვინ იქნება ცხრა ოპოზიციური პარტიის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი - კვირის პალიტრა

ვინ იქნება ცხრა ოპოზიციური პარტიის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი

ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს. როგორც ჟურნალისტებს დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განუცხადეს, კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს, რათა შეჯერდნენ საერთო კანდიდატზე, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მმართველ პარტიას და მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კანდიდატურას არ აკონკრეტებენ. ცნობილია, რომ ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია მხარს არ დაუჭერს გიორგი მარგველაშვილს, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ასევე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დასახელდება "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მასთან შეთავაზება იყო, თუმცა თავად არ სურს პრეზიდენტობაზე კენჭისყრა.

არსებული ინფორმაციით კი, ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს "ნაციონალური მოძრაობიდან“ აარჩევს.