"ვინც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, ამის შესაძლო შედეგებზე უნდა იფიქრონ" - კვირის პალიტრა

"ვინც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, ამის შესაძლო შედეგებზე უნდა იფიქრონ"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების საფუძველი თანამშრომლობისა და ნდობის განვითარებაშია.

"ინტერპრესნიუსი"