გარდაბნის მერმა ბაკალავრის დიპლომის აღებას 18 წელი მოანდომა - კვირის პალიტრა

გარდაბნის მერმა ბაკალავრის დიპლომის აღებას 18 წელი მოანდომა

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ბუდაღაშვილის ბაკალავრის დიპლომის ასლში აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის სრული კურსი კი 18 წლის შემდეგ 2005 წელს დაასრულა.

2005 წელს ბუდაღაშვილს, საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის კვალიფიკაციით. გარდაბნის ამჟამინდელი მერი პროფესიით საავტომობილი ტრანსპორტის სპეციალისტია.

18 წლიან სტუდენტობაზე ბუდაღაშვილმა "ინფო რუსთავითან" არ ისაუბრა, თუმცა როდესაც ჟურნალისტმა გამგებელს დიპლომის ასლი ანახა, ბუდაღაშვილმა დაადასტურა, რომ ის ნამდვილად მისი დიპლომის ასლია.

წყარო